ავტომატურმა სამრეცხაომ Range Rover-ი გაანადგურა
Range Rover-ის მძღოლს უბრალოდ უფრო სუფთა ავტომობილი უნდოდა ჰყოლოდა, ახლა კი შეკეთება მოუწევს.
Range Rover-ის მფლობელს ეს ამბავი ძალიან არ მოეწონება. ადგილობრივ სამრეცხაოში ერთი ჩვეულებრივი სტუმრობა კატასტროფად იქცა.
უფრო სუფთა ავტომობილის ნაცვლად, მფლობელმა გაფუჭებული მიიღო.

ბევრს ვერაფერს ვიტყვით. უბრალოდ უყურეთ ვიდეოს... ყველაფერი იმით იწყება, რომ შავი Range Rover-ი ავტომატურ სამრეცხაოში შედის.
ასეთ სამრეცხაოში სპეციალური მონიშვნებია, რომელიც მიგითითებს, სად უნდა გააჩერო. როცა აჩერებ, ავტომობილიდან გადმოდიხარ.
რა თქმა უნდა ფანჯრების და კარების დახურვა არ უნდა დაგავიწყდეს.
ჯაგრისები ავტომობილის გასუფთავებას იწყებს. ამ დროს როგორღაც ავტომობილის საბარგულის კარი იღება.

ჯაგრისები თავის საქმეს აგრძელებენ. კარი უფრო ზემოთ იწევა და ზედა ღერძებს ეჯახება. სამრეცხაომ Range Rover-ი თუნუქის ქილასავით გახსნა.
უცნობია მიადგა თუა არა ზიანი ავტომობილის ელექტრონიკას, მაგრამ, ალბათ, ამის მერე მფლობელი ავტომატურ სამრეცხაოებზე უარს იტყვის.