ვიდეო, ავარია, დრიფტი, ფორდი, ფორდ მუსტანგი
Aa
Aa

მიმომხილველმა 800-ცხენისძალიანი Ford Mustang-ი პარკინგზე დრიფტისას დაამტვრია

თავი იმით გაიმართლა, რომ „ერაყში ტრასების ნაკლებობაა“.

ArabGT არხის წამყვანს მიმოხილვისთვის წინა თაობის მოდიფიცირებული Ford Mustang-ი ათხოვეს, მაგრამ ყველაფერი ცუდად დასრულდა. უკანაწამყვან, 800-ცხენისძალიან ავტომობილს წამყვანი ვერ გაუმკლავდა. მან ვიდეოს ბოლოს კუდის ქნევის მოყვარული GT დაამტვრია. მიუხედავად ამ წარუმატებლობისა, ვიდეო Youtube-ზე მაინც გამოაქვეყნა.

რა მოხდა? პარკინგზე დრიფტი კარგი იდეა არასდროსაა. ArabGT-იმ მომხდარში ერაყი დაადანაშაულა და თქვა, რომ ენთუზიასტებს თავისი საყვარელი საქმიანობით დაკავებისთვის საჭირო ტრასები არ აქვთ. თავიდანვე ჩანდა, რომ წამყვანი ამ დავალებას ვერ გაუმკლავდებოდა. 5.0-ლიტრიანი V8-ს და ცუდი ჩაჭიდების გამო, სწორზე მიმომხილველს ავტომობილის გაკონტროლება უჭირს.

მდგომარეობა გაუარესდა, როცა წამყვანმა დონატების კეთება დაიწყო. მალევე ავტომობილი მოუცურდა და ბარიერს შეეჯახა. ამ ყველაფერს Mustang-ის მფლობელიც უყურებდა. ავტომობილის უკანა ნაწილი საშინელ მდგომარეობაშია.

ArabGT-ის თქმით, ამ ადგილს 1 თვე აკვირდებოდა და ჩაწერა მაშინ გადაწყვიტა, როცა იქ თითქმის არავინ იყო. 800-ცხენისძალიანი უკანაწამყვანი ავტომობილი და პარკინგის საფარი ცუდი კომბინაცია გამოდგა. ამ ამბავში კარგი მხოლოდ ისაა, რომ მძღოლს უსაფრთხოების ღვედი ეკეთა და დაზიანებების გარეშე გადარჩა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები