ვიდეოთამაშის მსგავსი დევნის დროს პოლიციის მანქანა გაფრინდა
მისისიპიში ვიდეო-თამაშის მსგავსი დევნა არც თუ ისე კარგად დასრულდა.
კომპიუტერულ თამაშებში პოლიციის დევნის სცენები საკმაოდ რეალურად გამოიყურება ხოლმე. თუმცა, Grand Theft Auto V-ის მოთამაშეები პოლიციის ავტომობილების მოუქნელ მოქმედებაზე ხშირად ჩიოდნენ.
ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ჩანს, როგორ მისდევს პოლიცია Nissan Altima-ს. Altima-ს უკან პოლიციის 4 Dodge Charger-ი მიჰყვება. მართალია, ვიდეო მოკლეა, თუმცა, რასაც ვხედავთ, საკმარისია.
ერთ-ერთი Charger-ის მძღოლი სპეციალურ მანევრს ასრულებს. Nissan-ს ეჯახება და აბზრიალებს, თუმცა, კონტროლს თვითონაც კარგავს და მიფრინავს. გზად კინაღამ სახლთან გაჩერებულ ავტომობილს ეჯახება.
Altima-ს მძღოლი ავტომობილიდან ნებაყოფლობით გადმოდის და მიწაზე წვება. პოლიციელები მისკენ მირბიან და აკავებენ.
News Channel 3 Memphis-ის თანახმად, პოლიციის დევნა მაშინ დაიწყო, როცა მძღოლი გაჩერებაზე ბრძანებას არ დაემორჩილა. დევნის დროს პოლიციის ერთ ავტომობილს შეეჯახა. საბოლოოდ, კი მას დანებება მოუწია.