Aa Aa
8 ივლისი 2023  |  15:22

გათანამედროვებული Lamborghini Diablo 1.3 მილიონი დოლარი ღირს

Eccentrica-ს Diablo სულ 19 ეგზემპლარად იარსებებს.

60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, Lamborghini-ის ისტორია ყურადღებას კიდევ ერთხელ იპყრობს. ემანუელ კოლომბინის, ავეჯის მაგნატსა და Super Trofeo Lamborghini-ის მოყვარულ მძღოლს, სურს ისტორიული თარიღი „დიაბლოს“ 19 ეგზემპლარის მოდიფიცირებით აღნიშნოს.

კოლომბინიმ Eccentrica დაარსა, რომელიც Lamborghini Diablo-ს თავდაპირველ მოდელებს მოდიფიცირებას და განახლებას ჩაუტარებს. პროცესი კორპუსის ყველა პანელს, ინტერიერს და მექანიკურ კომპონენტებსაც მოიცავს.

Eccentrica Diablo ტრეკისთვის შექმნილი GTR-ის შთაგონებითაა შექმნილი. ძარის თითოეული ნაწილი აეროდინამიკის გასაუმჯობესებლად მოდიფიცირდა. ახლა მანქანა ორიგინალ ანალოგზე მსუბუქია.





Diablo-ს მოდიფიცირებისთვის ისეთი ეგზოტიკური მასალებია გამოყენებული, როგორიც კარბონი და ტიტანია. ასევე, სრულად შეცვლილია მაშუქები. ამ ლამბოს არა, „ფოფ-აფ“ მაშუქები, არამედ „ფოფ დაუნ“ მაშუქები აქვს. ეს ნიშნავს, რომ მაშუქის ლინზები მაშინ ხდება ხილვადი, როდესაც მისი ხუფი ქვემოთ ჩამოდის.

სალონი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. იქ თითოეული დეტალია შეცვლილია. დააკვირდით ინტერიერს. ეს რეტრო და თანამედროვე სტილის იდეალური შერწყმაა. რა თქმა უნდა, სალონი ძვირადღირებული მასალებითაა გაკეთებული.

Diablo GTR-ის მსგავსად, საჭის სვეტი კარბონისგანაა დამზადებული. ციფრული მაჩვენებელთა დაფა მოდერნიზებულია. ხმის სისტემა კი Marantz-ის ფირმისაა.




ძრავის ხუფი Diablo-ს ავთენტურ 5.7-ლიტრიან V12-ს მალავს. სარქვლებისა და მანაწილებელი ლილვის შეცვლის შემდეგ მანქანა 542 ცხენის ძალასა და 600 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტანდარტულ მოდელთან შედარებით მხოლოდ 57-ცხენისძალიანი ნამატია, სიმძლავრისა და წონის შეფარდება მთავარ როლს თამაშობს. ეს თანაფარდობა Eccentrica-ში 2.9 კგ/ცხენისძალაა. შედეგად მანქანა 100 კმ/სთ-ს 3.5 წამში ავითარებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 335 კმ/სთ-ს აღწევს.

შეკვეთის შემდეგ მსურველებს 16-დან 18 თვემდე ლოდინი მოუწევთ. თითოეულის ფასი კი 1.2 მილიონი ევრო იქნება.

გაზიარება: