საავტომობილო შეკრება
Aa
Aa

1 მილიარდი დოლარის ღირებულების „ჰიპერქარები“ საიდუმლო შეკრებაზე

ღონისძიების მარგალიტები Aston Martin Valkyrie AMG Pro, Gordon Murray T.50 და Koenigsegg CC850 იყო.

ბრიტანეთში, კერძოდ კი Donington Park-ის სარბოლო წრეზე ჩატარდა ღონისძიება, სადაც „სუპერქარებისა“ და „ჰიპერქარების“ გასაოცარი მოდელები შეკრიბეს.

ორდღიან ღონისძიებაზე პლანეტის ყველაზე სასურველი და ძვირადღირებული ავტომობილები შეკრიბეს. მათი უმრავლესობა ტრეკზე სარბოლო რეჟიმში გადაადგილდებოდა. აღსანიშნია, რომ მეორე დღე საკმაოდ ნალექიანი იყო. თუმცა, უამინდობას მათ მფლობელებზე არ უმოქმედია. ამ ღონისძიებაზე იღბლიანი ავტომოყვარულები თითქმის მთელი ევროპიდან იყვნენ ჩასულები.




შეკრებაზე ყველაზე დასამახსოვრებელი უიშვიათესი Mercedes-Benz CLK GTR Roadster-ი, McLaren F1, Maserati MC20, Ferrari F40, Lamborghini Diablo და TVR Cerbera Speed 12 იყო. ღონისძიებას ალამაზებდა უახლესი Koenigsegg CC850-იც. შეკრებას შეუერთდა Mercedes-AMG One-იც და Gordon Murray T.50-იც. ასევე, დიდ ყურადღებას იქცევდა Aston Martin Valkyrie და Valkyrie AMR Pro-ც.

ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული მომენტი ღონისძიებაზე 20 წლის იუბილესთან დაკავშირებული 20 Porsche Carrera GT-ის შეკრება იყო.

შეკრების ბოლოს სარბოლო წრეზე რბოლა ჩატარდა. თავი ოლი ვებმა გამოიჩინა, რომელმაც Rodin F-Zed-ის საჭე მოირგო და წრე 1:23.936-ში დაფარა. Porsche 911 GT3 Cup-ისა და Lamborghini Huracan GT3-ის დრო კი 1:40.050-სა და 1:40.562 გახლდათ.

რომელია თქვენი რჩეული ავტომობილი ჩამოთვლილთაგან? დააფიქსირეთ თქვენ აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები