Mercedes-AMG GT Black Series P One-ი კიდევ უფრო სწრაფი ტრეკის მანქანაა
ეს ავტომობილი აშშ-სთვის 25 ეგზემპლარად არსებობს.
Mercedes-AMG Black Series P One Edition-ი მხოლოდ იმ ადამიანებისთვის იყო ხელმისაწვდომი, რომლებმაც Formula 1-ის შთაგონებით შექმნილი AMG One-ის ჰიპერქარი შეუკვეთეს. თუმცა, ახლა ეს უიშვიათესი მოდელი მეორადი ავტომობილების ბაზარზე გამოჩნდა.
მწარმოებლის მონაცემებით, ეს GT Black Series P One Edition-ი ერთ-ერთია აშშ-სთვის გამოშვებული 25 ეგზემპლარიდან. განსხვავებით სხვა მოდელებისგან, სურათზე ნაჩვენები ავტომობილი მთლიანად პრიალა შავ ფერშია შეღებილი და ასობით ხელით დახატული სამქიმიანი ვარსკვლავით არის გაფორმებული. ამ მანქანის შეძენა Bring a Trailer-ის აუქციონზე იქნება შესაძლებელი. მის ოდომეტრზე კი მხოლოდ 277 კმ-ია გამოსახული.
მათ, ვისაც P One Edition-ის შეძენის შესაძლებლობა ჰქონდათ, სტანდარტულ AMG GT Black Series-ის საწყის ფასთან შედარებით, 57 000$-ით მეტი გადაიხადეს. ფერების კომბინაციით წარმოდგენილი კორპუსის გარდა, მანქანა ორივე ლარტყაზე და ოთხივე დისკზე Petronas-ის გუნდის ფერებით გააფორმეს. დისკები წინ 19-იანი ხოლო უკან 20-დუიმიანია, რომელზეც 295/35 და 335/30 ზომის Michelin Pilot Sport Cup 2 R საბურავებია გადაკრული.
P One Edition-ის სალონი სპორტული სავარძლებით არის დამშვენებული, რომელიც შავი ტყავითა და ალკანტარის ზოლებით არის შეკერილი.
წარმადობის მხრივ, P One Edition-ი სტანდარტული AMG GT Black Series-ისგან არაფრით განსხვავდება. მისი 4.0-ლირიანი V8 ძრავა 720 ცხენის ძალასა და 800 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. სიმძლავრე ორმაგი გადაბმულობის მქონე ტრანსმისიით უკანა ღერძზე ნაწილდება. ხიდი ბლოკირებადია.
ასეთივე P One Edition-ი RM Sotheby-ის აუქციონზე 775 000$-ად გაიყიდა. როგორ ფიქრობთ, ღირს ეს ავტომობილი ეს ფასი? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.