Aa Aa
19 ოქტომბერი 2023  |  11:24

1 000 000 კმ-იანი გარბენის მქონე Lexus LS 430-ს სრული რესტავრაცია ჩაუტარეს

22 წლის Lexus-ს სრული რესტავრაცია როგორც ინტერიერში, ისე ექსტერიერზე ჩაუტარდა.

ზოგ ადამიანს ძველ ავტომობილთან დიდი კავშირი აქვს. ამ მიზეზით, ისინი რესტავრაციისთვის დიდი თანხების გადახდას არ ერიდებიან. ახლახან The Car Care Nut-მა სრული რესტავრაცია Lexus LS 430-ს ჩაუტარა, რომელსაც ოდომეტრზე 965 600 კმ ჰქონდა გარბენი. სიტყვა „შთამბეჭდავი“ კი დაკნინება იქნება იმ შედეგისთვის, რაც ამ გუნდმა დადო.

ქვემოთ მიბმული ვიდეო ამ Lexus-ის სიღრმისეული რესტავრაციის მხოლოდ ნაწილს ასახავს. ამ კომპანიაში მომუშავე ბიჭებმა ინტერიერიდან აბსოლუტურად ყველაფერი ამოიღეს, გაწმინდეს, გამართეს და თავიდან ააწყვეს. ეს სამუშო საკმაოდ შრომატევადი გახდათ, რადგან მათ ის ჭუჭყი უნდა მოეცილებინათ დეტალებიდან, რაც 22 წელი გროვდებოდა. სამუშაოს შესრულების შემდეგ კი ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ამ Lexus-მა ქარხანა ახლახან დატოვა.

შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილის „ნერვული სისტემა“ ახლიდან იქნა გაყვანილი. ინჟინრებმა ყველა ელექტრო კომპონენტიც განაახლეს.

ავტომობილი, რომლის ოდომეტრზეც იმდენი კილომეტრია გამოსახული, რამდენიც დედამიწას წრეს 24-ჯერ შემოუვლიდა, ახლა საჩვენებელი ოთახის მანქანასავით ბრჭყვიალებს. საქმე კეთდება ასე!

გაზიარება: