BMW-მ Z4 „მოკლა“, თუმცა ლეგენდარულ როდსტერს Alpina-ს შემქმნელები აბრუნებენ
გერმანულმა კომპანიამ Z4-ის წარმოება მაისში დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ სადილეროებში BMW-ის საკულტო როდსტერის პოვნა კვლავ შესაძლებელია, ახალი თაობის Z4-ის მიღების შანსი უკვე წარსულია. ყოველ შემთხვევაში, ასე გვეგონა მანამ, სანამ Bovensiepen Spider-ის შესახებ შევიტყობდით.
Bovensiepen-ის სახელი შესაძლოა თქვენთვის უცნობი იყოს, თუმცა მისი შემქმნელების ნამუშევრები აუცილებლად გეცოდინებათ. სწორედ ბოვენზიპენების ოჯახმა დააარსა Alpina-ს ბრენდი 1960-იან წლებში და ამის შემდგომ, BMW-ის მოდელების გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანა.

დაგაინტერესებთ: Alpina-ს ეპოქა დასრულებულია | რას უნდა ველოდოთ BMW Alpina-სგან?
გერმანულმა ავტომწარმოებელმა თავისი დიდხნიანი პარტნიორის, Alpina-ს, შესაძენად მიმდინარე პროცესი ოფიციალურად 2022 წლის მარტში დაასრულა. თუმცა, 2020 წელს გაფორმებული 5-წლიანი ხელშეკრულების პირობებით, Alpina-ს ამ პერიოდში დამოუკიდებლად ოპერირების საშუალება დაუტოვა. აღნიშნული შეთანხმების ვადა 2026 წლის პირველ იანვარს ამოიწურა და ახლა უკვე BMW თავის პარტნიორზე სრულ კონტროლს მოიპოვა.

Alpina-ს დამაარსებელმა ოჯახმა კი თავისი ახალი კომპანია Bovensiepen-ი დააარსა და უკვე ორი ახალი ავტომობილიც წარადგინა. პირველი Zagato-ს მიერ გადაკეთებული BMW-ის მეოთხე სერია იყო, თუმცა ამ მოდელმა მისი $435 000-იანი ღირებულება დიდად არ გაამართლა. მეორე მოდელი კი 05 GT გახლავთ — M5-უნივერსალის გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც 790 ცხენის ძალას ავითარებს. თუმცა ამბობენ, რომ ვიზუალურად ისეთივე მოსაწყენია, როგორც საბაზისო კომპლექტაციის 530i.
შეიძლება ითქვას კიდეც, რომ ეს Spider-ი კომპანიის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანი მოდელია. ავტომობილზე Bovensiepen-მა Ferrari-სა და McLaren-ის ყოფილ დიზაინერთან, ფრენკ სტივენსონთან, ითანამშრომლა. მის საფუძვლად Z4 M40i-ია გამოყენებული, რომელიც აშშ-ის ბაზარზე 382 ცხ.ძ-ით, ხოლო ევროპაში 335 ცხენის ძალით გამოვიდა. თუმცა შემშვები და გამონაბოლქვი სისტემების მოდიფიკაციამ 3-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი აგრეგატის სიმძლავრე 429 ცხენის ძალამდე და 580 ნიუტონ-მეტრამდე გაზარდა.

Bovensiepen-ის ცნობით, ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 4.2 წამში ჩქარდება, მაშინ როდესაც სტანდარტული M40i იმავეს 4.5 წამში აკეთებს. ხოლო მათთვის, ვისაც ამ როდსტერის ტრეკზე ძლიერად მართვა სურს, Performance პაკეტიც ხელმისაწვდომია. ამ უკანასკნელის შემთხვევაში მაქსიმალურ