Aa Aa
11 აპრილი 2024  |  15:16

ჰაერით გაგრილებადი 911s წუთში 12,000 ბრუნს ასრულებს

როგორც აღმოჩნდა, ჰაერით გაგრილებად Porsche 911-ს ერთ წუთში 12,000 ბრუნის შესრულება შეუძლია. ამისთვის კი ავტომობილს მხოლოდ ცილინდრთა ბლოკის ახალი, 4-სარქვლიანი თავი ესაჭიროება.

მსგავსი შესაძლებლობების ცილინდრის თავებს Swindon Powertrain-ი აწარმოებს. გაერთიანებული სამეფოს კომპანია, რომელიც British Touring Car Championship-ში სარბოლო ძრავების ექსკლუზიური მიმწოდებელია. ამასთან ერთად კი, Jaguar C-X75 „სუპერქარის“ წარმოებაშიც მონაწილეობდა. თუმცა, პროექტი საბოლოოდ არ განხორციელებულა.

Swindon Powertrain-ის ცილინდრთა ბლოკის თავები სპეციალურად Porsche M64-ის ძრავებისთვისაა შექმნილი, რომელიც ჰაერით გაგრილებადი 911-ის ბოლო ორ თაობაში, 964-სა და 993-ში გამოიყენებოდა. განახლებები კლასიკური Porsche-ს მოდელებისთვის, წარმადობის, სიმძლავრისა და ბრუნვის უნარის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

თითო ცილინდრზე სარქველების რაოდენობის სამიდან ოთხამდე გაზრდით, ძრავაში ჰაერის ნაკადი იზრდება, რაც წარმადობის ზრდასაც იწვევს. შეკუმშვის კოეფიციენტის აწევით, ძრავის ეფექტიანობა უმჯობესდება. წონის შემცირება კი, წინა ღერძზე საერთო წონასაც ამცირებს. მთლიანობაში, განახლებებით მნიშვნელოვნად უმჯობესდება ჰაერით გაგრილებადი Porsche-ს შესაძლებლობები.

Swindon Powertrain-ის ნაკრებს ინსტალაციის ინსტრუქციაც მოჰყვება, ასე რომ, 4-სარქვლიანი ცილინდრის თავების დამაგრება მომხმარებელს თავადაც შეუძლია.

ხშირად ამბობენ, რომ Porsche-ს ჰაერით გაგრილებადი ძრავები ყველაზე ძვირად ღირებული გზაა ცხენის ძალის შესაქმნელად.  Swindon Powertrain-ის ვებგვერდზე 964-ისა და 993-ისთვის შექმნილი ცილინდრის თავების ღირებულება £37,737-დან იწყება.

საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ყოვლისმომცველი განახლების ნაკრები ძრავის სიჩქარეს წუთში 12 ათას ბრუნამდე ზრდის. სიმძლავრე და ბრუნის მომენტი კი 50%-ზე მეტით უმჯობესდება. ორიგინალთან შედარებით, ნაკრების წონა 3.5 კილოგრამითაა შემცირებული.

 

გაზიარება: