საწვავი, უგზოობა, საწვავის ეკონომია, სასარგებლო რჩევა, სასარგებლო ინფორმაცია, აქსესუარები
Aa
Aa

ეს პოპულარული აქსესუარი თქვენი ავტომობილის წვას მნიშვნელოვნად ზრდის

თითქმის ერთი წელია, საწვავის ფასები მძღოლების საფულეს უფრო და უფრო მძიმედ აწვება — ბენზინის თითოეული წვეთის ეკონომია კი დიდი წარმატებაა... საწვავის დაზოგვის კლასიკური რჩევები აქსელერატორზე ფეხის ფრთხილად მიჭერასა და საბურავებში წნევის რეგულარულ კონტროლს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯები წვას მართლაც ამცირებს, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს — ეს პოპულარული აქსესუარია, რომელსაც ძირითადად უგზოობაზე გათვლილ ავტომობილებში ვხვდებით — როგორც ჩანს, მის გარეშე თქვენი საბანკო ანგარიში უფრო ბედნიერი იქნებოდა...

ასევე იხილეთ: ეკონომიურად მართვის რჩევები

თუ ჯერჯერობით ვერ მიხვდით, საუბარი სახურავის საბარგულს ეხება. ავტომწარმოებლები მილიონობით დოლარს ხარჯავენ ავტომობილის აეროდინამიკის დასახვეწად, თუმცა მძღოლების პრაქტიკული მოთხოვნები ამ შრომას ხშირად წყალში ყრის... ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სახურავის საბარგული მძიმე ტვირთის შორ მანძილზე გადასაადგილებლად ძალზე მოსახერხებელი აქსესუარია, თუმცა, თუ თქვენ ყოველდღიურად დადიხართ ისეთი ავტომობილით, რომელიც ასეა აღჭურვილი, ამიერიდან გეცოდინებათ, რომ ფაქტობრივად მუდმივ გადასახადს იხდით საკუთარი მანქანის არაეფექტურობაში.

რეალურად რამდენ საწვავს კარგავთ? ზოგადად ექსტერიერის ნებისმიერი დამატებითი დეტალის მთავარი პრობლემა აეროდინამიკური წინააღმდეგობის ზრდაა, თუმცა თავის როლს წონაც თამაშობს. სახურავზე დამაგრებული აქსესუარები არა მხოლოდ ზრდის წინა პროექციულ არეალს, არამედ არღვევს ავტომობილის თავზე ჰაერის გლუვ ნაკადს და ტურბულენტობას იწვევს. ფიზიკის კანონებიდან ვიცით, რომ ეს უარყოფთი ეფექტები განსაკუთრებით თვალსაჩინო მაღალ სიჩქარეზე ხდება. მეტიც, თუნდაც აეროდინამიკურად ოპტიმიზებული ქარხნული აქსესუარები საერთო ეკონომიურობას მნიშვნელოვნად აზარალებენ.

რამდენიმე წლის წინ გამოცემა Car and Driver-ის ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ მათი სარედაქციო Kia Carnival-ისთვის სახურავის ქარხნული საბარგულის მოხსნამ რეალური საწვავის ხარჯი მყისიერად გააუმჯობესა და მინივენის წვის მაჩვენებელი 100 კილომეტრზე 11.2 ლიტრიდან 10.08-მდე შეამცირა. შედეგად, მინივენმა ერთი ავზით 97 კილომეტრით დიდი მანძილის დაფარვა შეძლო...

Consumer Reports-ის მიერ ჩატარებულმა კიდევ ერთმა ტესტმა აჩვენა, რომ Nissan Altima-ზე სახურავის საბარგულის დაყენებისას, 105 კმ/სთ სიჩქარეზე მოძრაობისას საწვავის ეკონომიურობა 11%-ით დაეცა. მართალია, უფრო კუთხოვანი ფორმის SUV-ების შემთხვევაში ეფექტი ასეთი დრამატული არ არის, მაგრამ ფაქტს მაინც ვერ გავექცევით...

ბოლო წლებში „დაკუნთული“ დიზაინის მქონე SUV-ები სულ უფრო პოპულარული ხდება და დიზაინერებიც ცდილობენ, ისინი მაქსიმალურად აგრესიულად გამოაჩინონ. ეს ტენდენცია ნაწილობრივ ჩინეთიდანაც მოდის, სადაც ადგილობრივი მწარმოებლები ლეგენდარული 4x4 ავტომობილების დიზაინს აქტიურად იმეორებენ თავიანთ მაღალტექნოლოგიურ SUV-ებში.

ცხადია, ისეთი წმინდა სისხლის ყველგანმავლები, როგორებიცაა Jeep Wrangler-ი, Ford Bronco, Land Cruiser-ი, Toyota 4Runner-ი, Mercedes G-Class-ი და Land Rover Defender-ი, აეროდინამიკური ეფექტურობის ვარსკვლავებად არ არიან შექმნილი. შესაბამისად, მათთვის ფრთების გაფართოებების, დამცავი ფირფიტების, მაღალი კლირენსის დაკიდების სისტემების, სახურავის საბარგულებისა და LED დამხმარე განათებების დამატება მათ აეროდინამიკურ პროფილს დიდად არ ამძიმებს. თუმცა, მსგავსი აქსესუარების დაყენება ჩვეულებრივ ქროსოვერებზე, ჰეჩბექებზე, უნივერსალებსა და მინივენებზე მძღოლებს აიძულებს ბენზინგასამართ სადგურებზე ბევრად ხშირად მივიდნენ და მანქანის შენახვის ხარჯები უსაფუძვლოდ გაიზარდონ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    რატომ უნდა გადააგდოთ მიკრობოჭკოს ტილო მაშინვე, როგორც კი ძირს დაგივარდებათ
    რატომ უნდა გადააგდოთ მიკრობოჭკოს ტილო მაშინვე, როგორც კი ძირს დაგივარდებათ