Aa Aa
3 ივნისი 2024  |  20:01

BMW-ის მძღოლმა „აყირავებული“ M4 მიატოვა და გაუჩინარდა

ველოსიპედის სადგამთან შეჯახების შემდეგ, BMW M4 Competition-ის მძღოლმა მანქანა შემთხვევის ადგილზევე მიატოვა. ავარიის კადრები არ გასაჯაროებულა, რის გამოც, გამომწვევი მიზეზის დადგენაც ბევრად უფრო რთულია, თუმცა, შემთხვევის შემდგომ ვიდეოში უკვე ჩანს ტროტუარზე „დასვენებული“ M4, რომელიც ველოსიპედის დახმარებით, მცირედით „აყირავებულიცაა“.



მანქანას მომძვრალი აქვს გვერდითი უკანა ბორბალიც, რომელიც ასევე გაურკვეველი მიზეზით, სპორტული მანქანის შუაშია მოხვედრილი. შემთხვევა აღმოსავლეთ ლონდონში მოხდა. სავარაუდოდ, ველოსიპედის სადგამსა და ბორდიურზე შეჯახება ძლიერი უნდა ყოფილიყო, რადგან მანქანას უკანა ბორბლის გარდა, მომძვრალი აქვს. დაზიანებები შეინიშნება ბიმერის წინა და გვერდითა ნაწილებზეც.

როგორც სოციალური მედიის  მომხმარებლები ამტკიცებენ, M4-ის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან გაუჩინარდა, ძვირად ღირებული მანქანა კი „უხერხულ“ მდგომარეობაში მიატოვა. ინფორმაცია არ ვრცელდება დაშავებულების შესახებაც. თუმცა, ალბათ, ავარია ასე მარტივად არ დასრულდებოდა, რომ არა ველოსიპედის სტენდი, რომელმაც BMW-ის შეჩერება შეძლო.

მიტოვებული მანქანის კვალობაზე, BMW M4-ის შესაძლებლობები მაინც არ უნდა დავივიწყოთ. ეს არის მაღალი წარმადობის ავტომობილი, 3-ლიტრიანი ორტურბინიანი ძრავით. ექვსცილინდრიანი ძრავა 473 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო მაბრუნი მომენტი 500 ნიუტონ/მეტრს აღწევს. M4 Competition-ის შემთხვევაში კი, ეს მონაცემები 503 ცხენის ძალასა და 649 ნ/მ-ს აღწევს. შესაბამისად, მსგავსი მანქანის ტრასაზე მიტოვება ნამდვილად დიდი დანაშაულია...

გაზიარება: