Together We Can, Morris Minor
Aa
Aa

დონ მიტჩელი: უხუცესი მძღოლი საჭესთან

დონ მიტჩელი, რომელსაც მომდევნო წელს 100 წელი უსრულდება, მანქანას 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა.

დონ მიტჩელი, რომელიც მომდევნო წელს 100 წლის ხდება, მანქანას ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა. მგზავრის სავარძელზე მხოლოდ 94 წლის ასაკში, უსაფრთხოების მიზნით, გადაინაცვლა, ახალ კი კვლავ საყვარელ საქმეს დაუბრუნდა. მსოფლიოს უხუცესი მძღოლი საჭესთან Together We Can-ის ინიციატივის ფარგლებში აღმოჩნდა.

„ახალგაზრდა მძღოლების პროგრამა“ 17 წლამდე ასაკის პირებისთვის შექმნილი მართვის სქემაა. პროექტის ფარგლებში, გაერთიანებულ სამეფოში რამდენიმე კერძო ობიექტი ფუნქციონირებს, სადაც ახალგაზრდა მძღოლებს პრაქტიკული გამოცდილების მიღება შეუძლიათ. პრაქტიკული მეცადინეობები მოიცავს საჭის მართვას, სიჩქარის გადართვას, დამუხრუჭებას, პარალელურ პარკირებასა და დამწყებთათვის სხვა უნარების გამომუშავებას.

კვლევებით დასტურდება, რომ ახალგაზრდა მძღოლებში მართვის საწყის ეტაპზევე მსგავსი პრაქტიკებით შემდგომში ავარიების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.

პროგრამა ძირითადად ახალგაზრდა მძღოლებისთვისაა გათვლილი, თუმცა მონაწილეობისთვის ზედა ზღვარი დადგენილი არაა. ამან კი, მიტჩელს საშუალება მისცა პროგრამის 14-წლიანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე უხუცესი მონაწილე გამხდარიყო და მძღოლის სავარძელსაც დაჰბრუნებოდა.

„მართვის მოწმობაზე უარის თქმა მარტივი გადაწყვეტილება ნამდვილად არ ყოფილა. ჩემი საყვარელი მანქანა Morris Minor-ი იყო, რომელსაც ყველა საჭირო სერვისს ჩემი ხელით ვუტარებდი და ბოლოს, იმაზე ძვირად გავყიდე, ვიდრე ვიყიდე. ვფიქრობ, 94 წლის ასაკშიც შემეძლო მანქანის უსაფრთხოდ მართვა, თუმცა, დგება მომენტი, როდესაც მასზე უარი უნდა თქვა. ახლა კი დავრწმუნდი, რომ მანქანის მართვა ისევ შემიძლია“.

 

მსგავსი სიახლეები