Aa Aa
12 სექტემბერი 2024  |  12:06

თანამედროვე Gullwing-ი მერსედესისგან

ავტოწარმოების წარსულში უამრავი მოდელი და იდეაა, რომელიც ვერ განხორციელდა. ყველას თავისი მიზეზი ჰქონდა - ზოგიერთს რთული პერიოდის გამო არ მიეცა საშუალება, ზოგს ფინანსები არ ჰქონდა, დანარჩენები კი მაღალი ღირებულების გამო საზოგადოებამ ვერ გაიცნო.

The Forgotten '90s Gull-Wing Mercedes That Few People Know About

თუმცა ადამიანის შრომა არცერთის მიზეზის გამო არ იმსახურებს მიყურადებას. ავტომოყვარულებმა კარგად იციან, თუ რამხელა ძალისხმევა და ცოდნაა საჭირო, რომ რაღაც ინდივიდუალური შექმნა - ისეთი, ყველას რომ გააოცებს. დღეს ჩვენ უნდა გავიხსენოთ მოდელი, რომლის შესახებ მსოფლიოს დიდმა ნაწილმა არ იცის. მოდელი, რომელიც ბოლომდე ვერ განხორციელდა, თუმცა ნამდვილი შედევრია და დაფასებას იმსახურებს. თქვენს წინაშე უცნაური „მერსედესია“, რომელიც 80-იან წლებში Boschert-მა შექმნა და მას B300 უწოდა.

The Boschert B300 Gullwing Is One of Its Kind, Embodies the Dreams of Its  Creator - autoevolution

ავტომობილი 1988 წელს გამოშვებული Mercedes 300 CE-ის ბაზაზე შეიქმნა, თუმცა ძარაში უამრავი ცვლილება შეიტანეს. წინა ნაწილი Mercedes SL-ისგან ჰქონდა, უკანა ნაწილი კი 25 სმ-ით იყო დამოკლებული. ამ ყველაფერს ლეგენდარული Gullwing-ის კარებიც ემატებოდა. იმისათვის, რომ აღნიშნული კარები მოერგოთ, ძარის წინა და უკანა საყრდენები სრულიად გადაკეთდა.

BR124: Boschert B300 Gullwing auf MB-Baureihen.de lesen!

აღსანიშნავია, რომ SL-ის წინა ცხვირის და Gullwing-ის კარების მორგება 300CE-ის ძარაზე ისე, რომ ავტომობილი შესანიშნავად გამოიყურებოდეს დიდი შრომის და კარგი გემოვნების შედეგია. საბოლოოდ, ავტომობილი ძალიან კომპაქტური, სპორტული და  ლამაზი გამოვიდა.

For Sale: The Only Boschert B300

Boschert B300-ის შექმნისას მხოლოდ ვიზუალურ მხარეზე არ უფიქრიათ, მასში აგრეგატების გაძლიერებაც იყო ჩაფიქრებული. 6-ცილინდრიან და 3-ლიტრიან ძრავას ორი ტურბო დაუმატეს, ერთი დაბალ ბრუნებზე მუშაობდა, ხოლო მეორე მაღალზე. ამ კონფიგურაციით ე.წ. „ტურბო ლაგი“ გამოირიცხა. აღნიშნული აგრეგატი 283 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და იგი მექანიკური გადაცემათა კოლოფით იყო აღჭურვილი. 

The Boschert B300 Gullwing Is One of Its Kind, Embodies the Dreams of Its  Creator - autoevolution

პროექტის დასაწყისში Boschert-ი 300 ერთეულის გამოშვებას გეგმავდა, თუმცა გეგმა ვერ შესრულდა. 1990 წელს B300-ის ღირებულება 165 000 გერმანული მარკიდან იწყებოდა, რაც იმ დროისთვის ძალიან დიდი თანხა იყო. მისი ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ერთი ის ვიცით, რომ წარმოებული B300-ებიდან 10 ერთეული Gullwing-ის კარების გარეშე იყო წარმოებული.

 

გაზიარება: