კენ ბლოკის 13 წლის ქალიშვილი Gymkhana Escort-ს მართავს
Mk2 Gymkhana Escort-ის ტარება მარტივი არაა!
თუ ფიქრობთ, რომ კენ ბლოკი ისედაც საუკეთესოა და ვერაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკეთესი იყოს, თქვენ ცდებით. მას მშობლობლად ყოფნის აზრი კიდევ უფრო მაღალ დონეზე აჰყავს. გაიცანით, ლია - კენ ბლოკის 13 წლის ქალიშვილი. მან რამდენიმე წარმატებას რბოლაში უკვე მიაღწია. UTV რბოლები და Lucas Off-Road Racing Series-ის პოდიუმზე დაასრულა.
ამ ვიდეოში ლია მამას gymkhana-ს Escort-ს ატარებს. როგორც უფროსი ბლოკი ამბობს, გოგონამ მექანიკური გადაცემათა კოლოფიანი მანქანის მართვა ვიდეოს ჩაწერამდე სულ რაღაც სამი დღით ადრე ისწავლა. ასეთ მცირე დროში ნასწავლის გათვალისწინებით, შეუძლებელია მისი არ შეგშურდეთ.
ბლოკი ამბობს, რომ Escort-ი მისი მანქანებიდან ყველაზე ადვილი სამართავია, მაგრამ ეს იგივეა, რომ თქვა „შურისმაძიებლებიდან“ ალტრონი ყველაზე ადვილად მოსაკლავი ბოროტი გმირიაო. მანქანას 355 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მისი დამორჩიელბა არც თუ ისე ადვილია. მანქანას სარბოლო სატერფულები აქვს. 13 წლის ბავშვისთვის ასეთი ავტომობილის მართვა ადვილი არ უნდა იყოს.
როგორც ჩანს, ლიას ნიჭი მემკვიდრეობით გამოყვა. როგორც ვიდეოში ჩანს, თავდაპირველად ის მგზავრის სავარძელში ზის და მამა ამ მანქანის მართვას ასწავლის. მამა-შვილის დამოკიდებულება გულისგამთბობია. ვიდეოს ყურებაც ისეთივე გასართობია, როგორც ბლოკისთვის მანქანაში ჯდომა.
მშობლების უმეტესობა შვილს ეტყოდა, რომ მანქანით მსგავსი რამ არ ეკეთებინა, მაგრამ ბლოკი მათ რიცხვში არ შედის. მამა აშკარად კარგი მასწავლებელია, შვილი კი კარგი მძღოლი. სიამოვნებით დაველოდებით, როგორ „მოკლავს“ საბურავებს მამასთან ერთად მომავალში.