Aa Aa
26 სექტემბერი 2024  |  15:58

სადილეროში ხანძარს რამდენიმე ეგზოტიკური ავტომობილი შეეწირა

ამ ეტაპზე უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი, რომლის შედეგადაც McLaren-ი და რამდენიმე სხვა, მაღალი კლასის ავტომობილი დაიწვა. 

ფლორიდაში, ერთ-ერთი სადილეროს უკანა პარკინგზე გაჩენილ ხანძარს რამდენიმე ეგზოტიკური ავტომობილი შეეწირა. ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სადილეროში - Naples Motorsports-ში - ცეცხლი სავარაუდოდ ჯერ ერთ ავტომობილს გაუჩნდა და შემდეგ, იქვე დაპარკინგებულ სხვა მანქანებსა და ტერიტორიაზეც გავრცელდა. 

შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებზე ვხედავთ ჩანს McLaren-ს, რომელიც სრულად დამწვარია. აქვეა მის გვერდზე დაპარკინგებული Maserati GranCabrio და Rolls-Royce Cullinan-იც, რომლებიც ასევე დაზიანდნენ ხანძრის შედეგად. საბოლოო სურათით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ცეცხლი თავიდან McLaren-ს გაუჩნდა და მისგან გავრცელდა მიმდებარე ტერიტორიაზეც. 

საბედნიეროდ, ეს მანქანები შოურუმში არ იმყოფებოდნენ, რასაც სადილეროსთვის ბევრად დიდი ზარალის მოტანაც შეეძლო. ხანძარმა მხოლოდ პარკინგის მცირე ზომის, დახურული ტერიტორია მოიცვა. ხანძრის შედეგად, McLaren-თან, Maserati-თან და Rolls-Royce-თან ერთად თეთრი Bentley Continental GTC-იც დაზიანდა. 

ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე არ დადგენილა. უცნობია ისიც, ხანძრის შედეგად დაზიანებული მანქანები კერძო კლიენტების საკუთრება იყო თუ სადილერო კომპანიის ინვენტარის ნაწილი.

რამდენიმე თვის წინ, Naples Motorsports-მა ვებგვერდზე გასაყიდად რამდენიმე მანქანა გამოაქვეყნა, მათ ღირებულებასთან ერთად. საინტერესოა, რომ 2021 წლის Bugatti Chiron-ის გასაყიდ ფასად, სადილერომ 3.85 მილიონი აშშ დოლარი მიუთითა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მანქანის ყიდვის შემთხვევაში, Chiron-ის მფლობელი სრულიად უფასოდ, 239 995 აშშ დოლარის ღირებულების Rolls-Royce Wraith-საც მიიღებდა. 

გაზიარება: