Ford-მა გააცნობიერა, რომ AI ინჟინრებს ვერ ჩაანაცვლებს და ისინი უკან დააბრუნა
ამერიკული ავტომწარმოებელი, Ford-ი, როგორც ჩანს მიხვდა, რომ ხელოვნურ ინტელექტზე (AI) ზედმეტად დიდ იმედებს ამყარებდა და გადაწყვიტა, გათავისუფლებული ინჟინრები უკან, სამსახურში დაებრუნებინა. ფაქტია, AI შესაძლოა კომპანიის გუნდს ავტომობილებისთვის უკეთესი დიზაინის შექმნაში დაეხმაროს, თუმცა ის ვერ შეძლებს ჩაანაცვლოს ინჟინრები, რომლებმაც რეალურად იციან, თუ სად უნდა ეძიონ მანქანაში პოტენციური პრობლემები.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?
შედეგად, Ford-მა სამსახურში 300-ზე მეტი გამოცდილი ინჟინერი აღადგინა, და ზოგი პოზიციურად დააწინაურა კიდეც. გადაწყვვეტილება კი მას შემდეგ მიიღო, რაც აღმოჩნდა, რომ ავტომატური სისტემები ავტომობილების ხარისხთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებს, რომელთაც ადამიანები მარტივად ამჩნევნენ, ვერ აფიქსირებდნენ.
 
 
შეცდომის აღიარების შემდეგ კი, Ford-ის ჰარდვეარ ინჟინერიის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა, ჩარლზ პუნმა განაცხადა, რომ „AI ძირითად შემთხვევბში მხოლოდ მაშინაა ეფექტიანი, როდესაც სისტემა ადამიანურ გამოდილებასა და მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მუშაობს“.
პრობლემების დიდი ნაწილი კი იქ იჩენდა თავს, სადაც საინჟინრო მიმართულებები ერთმანეთს კვეთს — მაგალითად, პროგრამული უზრუნველყოფა, ტექნიკნა, მომწოდებლები, წარმოება და გამძლეობის ტექსტირებები. სწორედ ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ე.წ. „ძველი სკოლის“ ინჟინრების ჩართულობა, რადგან მათ უკეთ იციან მცირე და პრაქტიკული დეტალები, რომლებიც მონაცემებში ყოველთვის მკაფიოდ არ ჩანს.

Ford-ის გადაწყვეტილებამ შეიძლება ითქვას, რომ შედეგები უკვე გამოიღო. მაგალითად, ამერიკულმა კომპანიამ ახლახან J.D. Power-ის საწყისი ხარისხის კვლევაში (Initial Quality Study) მასობრივ ავტომწარმოებლებს შორის პირველ ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა კომპანიას კვლავ ხშირად უწევს ავტომობილებს უკან გაწვევა, რაც მისთვსის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სახელდება.