Aa Aa
30 სექტემბერი 2024  |  18:48

ეს Mustang-ი რეალურად BMW E92 M3-ია

შორიდან ეს მანქანა 1960-იანი წლების, კარგად მოვლილ, Ford Mustang-ს გავს. პროპორციები თვალშისაცემია და თითქოს ქარხნული ნიუანსებიც შეინიშნება. თუმცა რეალურად, ეს ავტომობილი არა Ford-ის ბევრისთვის საყვარელი მოდელი, არამედ E92-თაობის BMW M3-ია. 

ეს უნიკალური M3, რომელიც საკუთარ თავში ორ სპორტულ ავტომობილს აერთიანებს, ახლა გასაყიდადა გამოტანილი. რთული დასადგენია თუ რატომ მოხსნეს ამ მანქანას BMW-ის კორპუსი და ის კლასიკური Mustang-ით შეცვალეს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სამუშაო იდეალურადაა შესრულებული. 

კორპუსის ქვეშ ეს მოდელი სტანდარტული E92 M3-ია. რაც ნიშნავს, რომ ბრენდის S65, 4-ლიტრიანი V8-ითა და მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. როგორც M3-ის ერთადერთი თაობა, რომელსაც V8 უდგას, E92 მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ავტომწარმოებლისა და ავტომოყვარულების გულებში. 

კორპუსი კი კლასიკური Ford Mustang GT500-ის რეკრეაციაა. ღია ცისფერი საღებავი და ვერცხლისფერი დისკები მანქანის ვიზუალს კიდევ უფრო თვალშისაცემს ხდის. ეს ავტომობილი პირველად Carbuzz-ის მიერ გაიყიდა, თუმცა ამის შემდეგ მანქანის შესახებ ცნობები ფაქტობრივად აღარც არსებობს. 

სამაგიეროდ, თითქმის სრულადაა შეცვლილი და განახლებული ავტომობილის ინტერიერი: ინსტრუმენტთა დაფა და რეტრო საჭე Mustang-ის ხასიათს უფრო მეტად ვინტაჟურ სტილს სძენს. BMW-დან ავტომობილში კლიმატის კონტროლის გადამრთველი და გადაცემათა კოლოფის საყრდენი ბალიშია გამოყენებული. 

ცნობისთვის, ავტომობილს მხოლოდ 3 700 კილომეტრი აქვს გავლილი. თუმცა უცნობია, ეს მხოლოდ ამ V8 ძრავის კილომეტრაჟია თუ მთლიანად ავტომობილის. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, მსურველებს ავტომობილის შეძენა $104 000-ად შეეძლებათ. 

გაზიარება: