ჰიბრიდი, სუპერქარი, ბეემვე, ბი ემ ვი, წარმოების დასასრული, ბი ემ ვი აი8, ბეემვე აი8
Aa
Aa

BMW i8-ს წარმოება ოფიციალურად აპრილში შეწყდება

ყველაზე გაყიდვად ჰიბრიდულ სუპერქართან დამშვიდობება მოგვიწევს.

2019 წლის სექტემბერში BMW-მ თავისი სპორტული plug-in ჰიბრიდის ავტომობილის სპეციალური მოდელი წარადგინა - i8 Ultimate Sophisto. მაშინვე BMW-მ i8-ს წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებული გეგმები ჩუმად წარადგინა. ბავარიული ავტომწარმოებელი კონკრეტულ თარიღებს არ იძახდა. ახლა კი უკვე ოფიციალურ განცხადებაში BMW-მ დაამტკიცა, რომ BMW i8-ს წარმოება აპრილის შუარიცხვებში შეწყდება.


BMW i8 Ultimate Spohisto Edition

BMW i8, წარმოების ექვსწლიანი პერიოდის განმავლობაში, 2019 წლის დეკემბერში ძალიან მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია - ლაიპციგის საწარმოდან 20 000 ერთეული გამოვიდა. ეს ციფრი იმაზე მეტყველებს, რომ გაყიდვების კუთხით i8 კომპანიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სპორტული ელექტრო მანქანაა.

BMW-ს სამოდელო რიგში i8 ყველაზე ძვირიანი მოდელია, კუპეს ფასი 147 500$-დან და როდსტერის 163 300$-დან იწყება. i8-ის შემდეგ BMW-ს ყველაზე ძვირიანი მოდელი M760i xDrive არის. ძვირადღირებული სპორტული სედანის ფასი 157 700$-დან იწყება.

თავდაპირველად BMW i8 3-ცილინდრიანი ტურბო-დიზელის ძრავით იგეგმებოდა. ზუსტად ეს კომპლექტაცია 2009 წლის Vision EfficientDynamics კონცეპტში იყო გამოყენებული. ჰიბრიდულ აგრეგატთან ერთად, ჯამში, კონცეპტს 351 ც.ძ. და 800 ნმ მაბრუნი მომენტი ჰქონდა.

2014 წელს ჩაშვებულ საწარმო ვერსიაში უკვე ბენზინზე მომუშავე 1,5-ლიტრიანი 3-ცილინდრიანი ძრავა იყო. i8-ის პირველი ვერსიის ჯამური ძალა 357 ც.ძ.-ს და 570 ნმ მაბრუნ მომენტს შეადგენდა. 2018 წლის ბატარეების ენერგოტევადობის განახლების შედეგად, i8-ს 12 ცხენის ძალა მოემატა.

ავტომობილის საბოლოო ვერსია Ultimate Sophisto ძარის ორივე ტიპშია ხელმისაწვდომი. ეს ლიმიტირებული სერია 200 ერთეულისგან შედგება, რომელიც სტანდარტული i8-სგან მხოლოდ ვიზუალური ცვლილებებით განსხვავდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები