ავარია, ჰონდა, უცნაური, ჰონდა ეიჩარ-ვი
Aa
Aa

ქალმა სიკვდილს თვალებში ჩახედა | შემთხვევა, როდესაც მთავარი დამნაშავე ქვეითია

ტროტუარები ფეხით მოსიარულეებისთვისაა განკუთვნილი და ავტომობილების სავალი გზისგან განცალკევებით, მათ უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. თუმცა ამ ვიდეოს მთავარ გმირს, როგორც ჩანს ტროტუარის დანიშნულება კარგად არ ესმის, რის შედეგადაც, ალბათ ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო საავარიო სიტუაციასაც ქმნის. საბედნიეროდ, ინციდენტს ქალი უვნებელი გადაურჩა, თუმცა ყოველთვის ყველა ასეთი იღბლიანიც ვერ იქნება.

შემთხვევა ბრაზილიაში მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქალი პიკაპის შეჯახებას სასწაულებრივად გადაურჩა. ინციდენტის მთავარი შემოქმედი ქალბატონი თეთრი Honda HR-V-ის მარცხენა მხრიდან უვლის და როგორც ჩანს, ავტომობილში ჩასაჯდომადაც ემზადება. ამ დროს, კადრში პატარა ვერცხლისფერი პიკაპი ჩნდება, რომელიც პირდაპირ ქალისკენ მიემართება.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      პიკაპი ტრასაზე მომავალი ქალისთვის გვერდის ავლას ცდილობს, თუმცა იქვე დაპარკინგებულ Honda-ს უკანა მხრიდან ეჯახება და თავად, საპირისპირო მიმართულებით ვარდება. ამ პროცესში კი, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ქალს არცერთი ავტომობილი არ ეჯახება. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მისი სიცოცხლე სწორედ ვერცხლისფერმა Honda-მ გადაარჩინა, რომელმაც მომავალ პიკაპს მიმართულება  შეუცვალა. სხვა შემთხვევაში ავტომობილი პირდაპირ ფეხით მოსიარულე ქალს ეჯახებოდა და დიდი ალბათობით, ეს შემთხვევა ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდებოდა.

      ეს კონკრეტული შემთხვევა კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ გზებზე გადაადგილებისას, ორივე მხარემ - როგორც მძღოლმა, ასევე ქვეითმა - მისთვის განსაზღვრული წესები უნდა დაიცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხეს თავისსა და სხვის სიცოცხლეს შეუქმნის. თქვენ რას ფიქრობთ ამ ინციდენტთან დაკავშირებით? რომელი მხარეა დამნაშავე?

      მსგავსი სიახლეები