ჯეიმს მეი, რიჩარდ ჰამონდი, ტოპ გირი, პორსე კაიენი ტურბო ჯითი
Aa
Aa

ჰამონდისა და მეის ბოლო გარბენი Top Gear-ის სატესტო ტრასაზე

გაერთიანებულ სამეფოში, აეროდრომის სატესტო ტრასა, Top Gear-ის ერთგული მაყურებლებისთვის საყვარელი ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის დიდი ნაწილი სტუდიაში იყო ჩაწერილი, ტესტირების, რბოლისა და ხუმრობების უმრავლესობა, რაც ყველაზე მეტად დაგვამახსოვრდა, ლეგენდარულ ასაფრენ ბილიკზე ხდებოდა.

თუმცა დღეს, იმ აეროდრომის მომავალი, რომელიც 2002 წლიდან შოუს გადაღების მთავარ ადგილად გამოიყენებოდა, ბუნდოვანია. 2018 წელს გავრცელებული ხმებით, ტრასაზე ახალი საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აშენებული. RadioTimes.com-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ აეროდრომის ერთ მხარეს მშენებლობა უკვე დაიწყეს, ტრასა მინიმუმ 2026 წლამდე მაინც იფუნქციონირებს.

ამ გაურკვევლობის შემდეგ, Top Gear-ის ყოფილმა წამყვანებმა ჯეიმს მეიმ და რიჩარდ ჰამონდმა იფიქრეს, რომ ლეგენდარულ ტრასაზე დასაბრუნებლად და ძველი გამოცდილებების გასახსენებლად კარგი დრო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ტრასა ძირითადად Power Lap-ებისთვის გამოიყენებოდა, აქ  მიმოხილვები და რეპორტაჟებიც ხშირად გადაუღიათ.

ლეგენდარულ ტრასაზე დაბრუნებული ასევე ლეგენდარული წამყვანები, ბოლო გარბენისას, Turbo GT-ის საჭესთან სხედან. თან ავტომობილს გამოცდიან და თან, ძველ, გადაცემასთან დაკავშირებულ მოგონებებსაც იხსენებენ.

Top Gear-ი ოფიციალურად 2023 წელს დასრულდა - თუმცა, როგორც მაშინ ითქვა, არა სამუდამოდ. გადაცემის დახურვის მიზეზად ერთ-ერთი წამყვანის, ფრედი ფლინტოფის ავარია დასახელდა, რომლის გამოც მან თავის სერიოზული ტრავმა მიიღო.  „ჩვენ ვიცით, რომ შოუს შეწყვეტა გულშემატკივრებისთვის იმედგაცრუების მომგვრელი ამბავი იქნება, მაგრამ ეს სწორი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა BBC-მ 2023 წლის განცხადებაში. თუმცა ამას გამოცემაზე გავლენა არ მოუხდენია და Stig-ი, გამოცემის ნიღბიანი მრბოლელი, აეროდრომს Power Lap-ებისთვის დღემდე იყენებს.

 

 

მსგავსი სიახლეები