საქართველო, საწვავის ფასი, ბენზინის ფასი, დიზელის ფასი
Aa
Aa

საწვავმა გაიაფება დაიწყო - დიზელსა და ბენზინზე ფასი 5 თეთრის ფარგლებში შემცირდა

ივლისის შემდეგ, პირველად, საქართველოში საწვავის ქსელების ნაწილში დიზელსა და ბენზინზე ფასების შემცირება დაიწყო. 12 ნოემბრის მდგომარეობით, სხვადასხვა გასამართ სადგურზე სუპერის მარკის ბენზინზე ფასი 5 თეთრის ფარგლებში შემცირდა, რის შედეგადაც ფასები 4.30-4.65 ლარის ფარგლებში მერყეობს, ნაცვლად 4.35-4.68 ლარისა.

ასევე, ცალკეულმა ქსელებმა პრემიუმის მარკის საწვავზე ფასები 5 თეთრის ფარგლებში შეამცირეს, რის შედეგადაც ფასები 4.10-4.39 ლარის ფარგლებში მერყეობს. რეგულარის მარკის საწვავზე ფასები ასევე 5 თეთრით შემცირდა და ახლა 3.90-4.08 ლარის ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება დიზელსა და ევრო დიზელს, აქ ფასები ასევე 5 თეთრის ფარგლებში შემცირდა და ამჟამად ერთი ლიტრის ღირებულება 4.60-4.85 ლარის ფარგლებშია.

წყარო - BM.GE

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები