1965 წლის Mustang-ი მჟავაში „აბანავეს“ და ჟანგი სრულად მოაშორეს
ავტომობილების დასუფთავებისა და აღდგენის ვიდეოებით ინტერნეტი ნამდვილად სავსეა — იქნება ეს მიტოვებული Ferrari 330-ის აღდგენა თუ Rolls-Royce-ის გაპრიალება, ასეთი კადრები აუდიტორიის ყურადღებას ყოველთვის იპყრობს. თუმცა, საღებავის მოშორების სპეციალისტის, ტრევორ მალოის მიერ ჩატარებული სამუშაო ის არის, რასაც ხშირად ნამდვილად ვერ ნახავთ.
მალოის, რომელსაც სოციალურ ქსელში 476 000-ზე მეტი გამომწერი ადევნებს თვალს, ჟანგის მოშორების უამრავი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, თუმცა 1965 წლის Fastback Mustang-ის შემთხვევა განსაკუთრებულია — სრულად დაჟანგული და სავალალო მდგომარეობაში მყოფი ძარა ჯერ მჟავის სპეციალურ ავზში ჩაიძირა, რამაც კოროზიის და ძველი საღებავის ფენების ქიმიური დაშლა გამოიწვია.
View this post on Instagram
ავზიდან ამოღების შემდეგ კი ძარას მაღალი წნევის წყლის ჭავლი მიუშვირეს, რამაც ჟანგი თვალის დახამხამებაში ჩამორეცხა. ვიდეოს ბოლოს ავტომობილს ჟანგის კვალიც კი აღარ ეტყობოდა და ფოლადის ძარამ პირვანდელი ბზინვარება დაიბრუნა — თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მანქანას ამ ეტაპზე მხოლოდ ჩონჩხი შერჩა და მის სრულფასოვან აღდგენამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია.
ვიდეოს თავად Ford Mustang-ის ოფიციალური ინსტაგრამ-გვერდიც გამოეხმაურა, რომელმაც კომენტარებში იხუმრა: „მადლობა აბაზანისთვის“.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს