პიკაპი, აშშ, მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ტოიოტა ტაკომა, ტოიოტა
Aa
Aa

მომავალი წლიდან აშშ-ის ბაზარზე Tacoma ერთადერთი მექანიკური პიკაპი იქნება...

იმის შემდეგ, რაც მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე Jeep Gladiator-მა „ზეციურ ამერიკაში“ გადაინაცვლა, Toyota Tacoma-ს წილად უკანასკნელი მოჰიკანის ტიტული ხვდა — ის დღეს ერთადერთი ახალი პიკაპია ბაზარზე, რომელიც მექანიკური გადაცემათა კოლოფით იყიდება. როდესაც მეოთხე თაობის Tacoma ოფიციალურად დაანონსდა, ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო, თუმცა მოსალოდნელიც გახლდათ, რომ ეს ვარიანტი შეზღუდული იქნებოდა. მექანიკური კოლოფით მხოლოდ სამი კომპლექტაციაა ხელმისაწვდომი — თანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეიძენთ Double Cab (ორმაგი კაბინის მქონე) მოდელს სრული ამძრაობით.

ასევე იხილეთ: მექანიკური VS ავტომატური კოლოფი და მითები მათ შესახებ

ასეთი Tacoma-ს საწყისი ფასი დაახლოებით $39 150-ია — რაც მხოლოდ $5000-ით ნაკლებია TRD Off-Road ან Sport ვერსიებზე. ეს აბსოლუტურად საბაზისო ავტომობილია, მაგრამ მექანიკურ კოლოფთან შეწყვილება i-Force ძრავის უფრო მძლავრ ვერსიას ააქტიურებს: 270 ცხენის ძალა და 420 ნიუტონი, განსხვავებით ავტომატური კოლოფის 228 ცხ.ძ-ისა და 302 ნიუტონისგან. 

საბედნიეროდ, მექანიკური კოლოფის მქონე მოდელებს საბუქსირე წონა არ უმცირდებათ, ისე როგორც ეს Gladiator-ის შემთხვევაში მოხდა — მათ ყველას 2.9 ტონა ტვირთის ბუქსირება შეუძლიათ. Toyota ზრუნავს თავის ფანებზე და ეს აშკარაა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ძალისხმევა გვიყვარს, რეალურ სამყაროში უნდა ვაღიაროთ, რომ მექანიკური Tacoma ისეთივე შთამბეჭდავი არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

მომავალი წლიდან აშშ-ის ბაზარზე Tacoma ერთადერთი მექანიკური პიკაპი იქნება... — ფოტო 1
მომავალი წლიდან აშშ-ის ბაზარზე Tacoma ერთადერთი მექანიკური პიკაპი იქნება... — ფოტო 2
მომავალი წლიდან აშშ-ის ბაზარზე Tacoma ერთადერთი მექანიკური პიკაპი იქნება... — ფოტო 3
მომავალი წლიდან აშშ-ის ბაზარზე Tacoma ერთადერთი მექანიკური პიკაპი იქნება... — ფოტო 4
მომავალი წლიდან აშშ-ის ბაზარზე Tacoma ერთადერთი მექანიკური პიკაპი იქნება... — ფოტო 5

ყოველდღიური მართვის პირობებში მანქანა ოდნავ „ზარმაცია“ და ამას ციფრებიც ადასტურებს: მექანიკური ვერსია 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარებას 7 წამზე ოდნავ მეტს ანდომებს, მაშინ როცა ავტომატური მოდელებისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6.5 წამია. ის ნებისმიერ სიტუაციაში ნორმალურად იმოძრავებს, სანამ ყველა სიჩქარეს ბოლომდე არ „ამოწურავთ“, მაგრამ არ ელოდოთ, რომ მართვის პროცესი განსაკუთრებულ კმაყოფილებას მოგანიჭებთ (შეგიძლიათ იმით იყოთ ბედნიერი, რომ ავტომატიკების სამყაროში მექანიკას მართავთ...)

მიუხედავად იმისა, თუ რომელ ბრენდს მართავთ ან როგორ უყურებთ ძრავებს, ამ პიკაპს პატივი უნდა სცეთ — და იმედი გვაქვს, რომ ეს ფაქტორი მის გაყიდვებს ცოტათი მაინც გაზრდის. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს ეს ციფრები, ეჭვი გვაქვს, რომ ისინი საკმარისი არ იქნება მისი გრძელვადიანი არსებობის გასამართლებლად. პარალელურად, Toyota აგრძელებს ჰიბრიდიზაციისკენ სწრაფვას და ემისიების რეგულაციებიც მკაცრდება — შანსი იმისა, რომ მექანიკური გადაცემათა კოლოფი მეოთხე თაობის Tacoma-ს სიცოცხლის ბოლომდე მაინც გადარჩეს, ძალიან მცირეა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მასკი ირწმუნება, რომ Cybertruck-ი ძალიან წარმატებული პროექტი იყო
    მასკი ირწმუნება, რომ Cybertruck-ი ძალიან წარმატებული პროექტი იყო