Rockstar-ი GTA VI-ის გამოსვლის წინ ლეგენდარულ Grotti Cheetah-ს 1.3 მილიონად ყიდის
GTA VI-ის გამოსვლამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა — ვიდეოთამაშების ლეგენდარული სერიის ახალ ნაწილს მილიონობით ადამიანი დეკადაზე მეტია ელის — ამ მოლოდინის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე, Rockstar Games-მა და ცნობილმა სახელოსნომ West-Coast Customs-მა უპრეცედენტო პროექტი წარადგინეს — თამაშის საკულტო სუპერქარი Grotti Cheetah რეალურად ააწყვეს და მის შეძენას მსურველები 1.3 მილიონ დოლარად შეძლებენ.
Here’s your chance to own a part of automotive & gaming history! We’re incredibly proud to have partnered with Rockstar Games® to bring the custom in-game Grotti Cheetah from ‘Grand Theft Auto VI’ to life. See the full details: https://t.co/kakQSnoh96 https://t.co/2CkYUtjEqF
— West Coast Customs (@officialwcc) November 9, 2026
ეს ავტომობილი Vice City-ს ნებისმიერი „მკვიდრის“ ოცნებაა. უნიკალური რეტრო-სპორტქარი ამჟამად ლონდონში — Selfridges-ის შოურუმშია გამოფენილი. ფერარის საკულტო მოდელებზე (კერძოდ Testarossa-ზე) დაფუძნებული ეს ავტომობილი მაიამის ქუჩებში ერთხელ უკვე გამოჩნდა. Grotti Cheetah მოხატულია Vice City-სთვის დამახასიათებელი საფირმო ვარდისფერი და ლურჯი ფერების კომბინაციით.

„იშვიათია ავტომობილი, რომელიც ისევე ზუსტად განასახიერებს GTA-ს სულს, როგორც Grotti Cheetah. GTA VI-ის გამოშვებასთან დაკავშირებით, Rockstar Games-მა და West Coast Customs-მა ითანამშრომლეს, რომ ეს პროექტი რეალობაში გადმოეტანათ“, — ვკითხულობთ Selfridges-ის ოფიციალურ განცხადებაში.
უცხოური გამოცემების ცნობით, უნიკალური Grotti Cheetah-ს ღირებულება 1 მილიონი ფუნტი სტერლინგია ($1.3 მილიონია). მსურველებს მისი შეძენა უშუალოდ Selfridges Personal Shopping-ის მეშვეობით შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით გეიმერი მთელ მსოფლიოში მოუთმენლად ელის GTA VI-ის ოფიციალურ პრემიერას, ვირტუალური სამყაროს ლეგენდის რეალურ გზებზე მართვას მხოლოდ ერთი იღბლიანი მძღოლი შეძლებს...
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს