Mazda Eunos Cosmo - დაჩაგრული იაპონელი
იაპონურ ავტოწარმოებას დანარჩენ მსოფლიოსთან მუდმივად ომი ჰქონდა გაჩაღებული. იგი ყოველთვის ცდილობდა ნებისმიერ სეგმენტში საკადრისი პასუხი გაეცა ევროპელებისთვის თუ ამერიკელებისთვის. ზოგიერთ მოდელს გაუმართლა და მისია შეასრულა, თუმცა ისეთი მოდელებიც არსებობდნენ, რომლებიც რიგი მიზეზების გამო ჩრდილში მოხვდნენ და თავისი პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოავლინეს. „მაზდას“ კონკურენტუნარიანი ავტომობილების შექმნა ყოველთვის უჭირდა, მითუმეტეს აღნიშნულ სეგმენტში, RX-7 კომპანიის საუკეთესო ქმნილებაა. სამწუხაროდ ესეთი დაჩაგრული ისტორია ჰქონდა ჩვენს გმირს. გაიცანით! თქვენს წინაშე Mazda Eunos Cosmo-ა.
მეტად გასაგები რომ იყოს, ეს ავტომობილი BMW 850-ის და Mercedes CL-ის კონკურენტად შეიქმნა. იაპონელები ტრადიციული ერია, ამიტომ მათ ყოველთვის უნდოდათ ნაციონალური ავტომობილი. Eunos Cosmo ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო გამოუვიდათ, იგი 2.0 ლიტრი მოცულობის ვანკელის როტორული ძრავით იყო აღჭურვილი, რომელსაც ორი ტურბო ეხმარებოდა, ძრავა 280 ცხენის ძალას და 407 ნიუტონს გამოიმუშავებდა. სისწრაფის მოყვარულებისთვის სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ყველა ეს მოდელი ავტომატური გადაცემათა კოლოფით გამოდიოდა, მიუხედავად ამისა 1 640-კილოგრამიანი ავტომობილი 100-მდე 6 წამში ჩქარდებოდა, რაც 90-იანების დასაწყისში საკმაოდ კარგი შედეგი იყო.
ავტომობილი კომფორტულ GT კლასს განეკუთვნებოდა და ყველაზე მეტად ინტერიერით გამოირჩეოდა, რაც მოცემულ პერიოდში ძალზედ ფუტურუსტული იყო. თავდაპირველად ავტომობილის რეალიზება მხოლოდ შიდა ბაზარზე იყო გათვლილი, თუმცა წლების განმავლობაში ექსპორტისთვის განკუთვნილი მოდელებიც ჩაეშვა წარმოებაში. საბოლოოდ „მაზდამ“ Cosmo ძალიან მცირე ტირაჟით გამოუშვა, რომელთა რაოდენაბაც 9 000 ერთეულს შეადგენდა.