ჰიბრიდი, ელექტრომობილი, ტესლა, უცნაური, ტესლა მოდელ უაი, დამუხტვის დიაპაზონი
Aa
Aa

Tesla-ს მფლობელმა Model Y „ჰიბრიდად“ აქცია და ბენზინზე გადაიყვანა

დღესაც კი, როდესაც აშშ-ისა და ევროპის უმეტეს ნაწილზე ელექტრომობილების დასამუხტი ობიექტები მრავლადაა, EV-ებით გადაადგილება დიდ პრობლემა აღარ წარმოადგენს. თუმცა, მსოფლიოს სხვა ნაწილში დასამუხტ ობიექტებზე წვდომა არც თუ ისე მარტივია. ამ ფაქტით შეშინებული მფლობელები კი, როგორც ჩანს, სხვადასხვა ხერხს მიმართავენ.

Tesla-ს ერთ-ერთმა მფლობელმა, რომელიც ტიბეტის დაუსახლებელ რაიონებში მიემგზავრებოდა, ელექტრომობილის დიაპაზონის გასაზრდელად უცნაურ ხერხს მიმართა. გეგმა „მარტივი“ იყო: მძღოლს სურდა Model Y-ით უფრო მეტი კილომეტრი დაეფარა, ვიდრე ჩვეულებრივ და ის უხეშად რომ ვთქვათ, ჰიბრიდად ექცია. ამისათვის მან SUV-ს უკანა ნაწილზე ბენზინის გენერატორი დაუმონტაჟა, თანაც საკუთარი სანომრე ნიშნით, რათა კანონის ფარგლებში დარჩენილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელის სწრაფ დამუხტვას ვერ შეესაბამებოდა, მფლობელმა აღმოაჩინა, რომ 5,300 მეტრის სიმაღლეზეც კი ის 3 კვტ სიმძლავრეს ამუშავებდა. ეს მანქანას საათში დაახლოებით 12 მილს (19 კმ) გასავლელ მანძილს მატებდა. თუმცა, როგორც Car News China ამბობს, ეს მიდგომა ალტერნატივად არ გამოდგება, რადგან მას Model Y-ის დამუხტვა მოძრაობის დროს არ შეუძლია.

მფლობელი, რომელიც @Xiaomo-ს სახელითაა ცნობილი, აცხადებს, რომ გენერატორისთვის 390$-ის გადახდა მოუწია. ეს უკანასკნელი, ყოველ გავლილ მილზე, რაც დაახლოებით 1.6 კილომეტრია, 22 ცენტის ბენზინს მოიხმარდა. გამოდის, რომ Tesla-ს ბენზინზე მუშაობა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ელექტროენერგიაზე. თუმცა, როგორც მისი მფლობელი ამბობს, თანხის გადახდა უკეთესია, ვიდრე უკაცრიელ ადგილას, გამორთული ელექტრომობილით დარჩენა.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები