Volkswagen-ი მოდელებს კვლავ „შესაფერის“ სახელწოდებებს დაუბრუნებს
Volkswagen-ი ზუსტად იმ ხაფანგში ჩავარდა, რომელშიც გერმანული ავტომწარმოებლის სხვა ბევრი კონკურენტი. კომპანია თავის მოდელებს ბოლო წლებია ბუნდოვან და არაფრისმთქმელ სახელებს ურჩევს, როგორებიცაა: ID.3, ID.4 და ID.7. მართალია, ბევრ სტანდარტულ სახელსაც შევხვდებით, განსაკუთრებით კი აშშ-ში Taos-ისა და Tiguan-ის მსგავსს, თუმცა ტენდენცია რომ შესამჩნევია, ეს ფაქტიც ნამდვილად შესამჩნევია.
უახლესი გეგმების შესახებ, VW-ის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელმა, მარტინ სანდერმა, გერმანულ გამოცემა Auto Und Wirtschaft-სთან ისაუბრა. სანდერის თქმით, უცნაური ანბანური-ციფრული სიმბოლოების ნაცვლად, უახლოეს მომავალში ტრადიციული სახელები დაბრუნდება.
„მანქანებს ისევ შესაფერისი სახელები ექნებათ“, - თქვა სანდერმა. „არც ID.2all-ს და არც ID.Every1-ს ეს სახელები სერიულ წარმოებაში არ შეუნარჩუნდებათ. ამას გამოვაცხადებთ, როცა დრო მოვა“.
ეს კარგი ამბავია ბრენდისთვის, რომელსაც ისტორიულად რამდენიმე საუკეთესო სახელწოდება უკავშირდება - - Beetle, Golf, Thing და ა.შ. ჯერ კიდევ უცნობია, დარჩება თუ არა „ID“ მეტსახელი VW-ის ელექტრო მოდელებზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს დამაბნეველი სახელწოდებაც შესაძლოა მალე გაქრეს.
სახელწოდების სტრატეგიები, ბოლო პერიოდში, არაერთმა ავტომწარმოებელმა შეცვალა. მათ შორის Volkswagen Group-ის დაქვემდებარებაში მყოფმა ბრენდებმაც. მაგალითისთვის, Audi-მ ეს ელექტრო და ბენზინზე მომუშავე მოდელებისთვის შესაბამისად, ლუწი და კენტი ნომრების მინიჭებით შეცლა, თუმცა მალევე ძველ სტრატეგიას დაუბრუნდა. რაც შეეხება BMW-ის, მან გამარტივებისთვის „i“ მხოლოდ ელექტრომობილებში დატოვა, ხოლო Toyota-მ bZ4X-ის სახელიც კი შეცვალა უბრალოდ „bZ“-ით.
როგორც ჩანს, Volkswagen-იც თავის კონკურენტებს შეუერთდა და სახელწოდებების გამარტივება დაიწყო. საინტერესოა, რომელი კომპანია იქნება შემდეგი.