თბილისი, გზების მშენებლობა, თბილისის მერია
Aa
Aa

უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბი გაიხსნა

უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის სამუშაოები დასრულებულია. ახალი გვირაბი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. შედეგად, ბაგებიდან ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრა ახლა უკვე მოკლე გზით იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ახალი მარშრუტი, საგზაო დატვირთვას შეამცირებს და ტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას უზნრუნველყოფს. ცნობისთვის, უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის სიგრძე 110 მეტრია. 

ახალი გვირაბი უნივერსიტეტის ქუჩაზე იწყება, სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარედ და მიხეილ შავიშვილის ქუჩის გავლით, პეტრე ქავთარაძის ქუჩას უკავშირდება. გვირაბში ავტოტრანსპორტისთვის ორმხრივი მოძრაობაა – თითო ზოლი თითოეული მიმართულებით. გვირაბის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო და პროექტი ჯამში 12.8 მილიონი ლარი დაჯდა.

სამუშაოების ფარგლებში, მშენებარე გვირაბიდან პეტრე ქავთარაძის ქუჩამდე არსებული, შავიშვილის ქუჩის გარკვეული მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდა. ტერიტორიაზე მოეწყო სანიაღვრე სისტემა, მისასვლელი და გამოსასვლელი პანდუსები, ტროტუარი, დამონტაჟდა გარე და გვირაბის შიდა განათების თანამედროვე „ლედ“ სისტემა, განხორციელდა რკინაბეტონის საყრდენი კედლების მშენებლობა და საჰაერო სადენების მიწისქვეშა კაბელ-არხებში გადატანა. ამასთან ერთად, უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, გვირაბის მიმდებარედ აშენდა ფერდის დამცავი რკინაბეტონის კედლებიც და განახლდა გზის საფარი. 

 

 

მსგავსი სიახლეები