საქართველო, თბილისი, გადაადგილებაზე შეზღუდვები
Aa
Aa

სანაკრებო თამაშის გამო, თბილისში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის, ხვალ, 15 ნოემბერს გასამართი საფეხბურთო მატჩის გამო, სტადიონ "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. საავტომობილო მოძრაობის აკრძალვა 10:00 საათიდან 00:00 საათამდე იმოქმედებს და შემდეგ ქუჩებს შეეხება: გიორგი ცაბაძის, დავით ყიფიანის, სლავა მეტრეველის ქუჩებზე, ასევე, აკაკი წერეთლის გამზირზე. ამავე პერიოდში შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. 

აღნიშნულ საათებში გადაადგილება დასაშვები იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების, თამარ მეფის გამზირის, ასევე, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩების საშუალებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას: 

ავტობუსები: N384, N386, N311, N320, N315, N327, N306, N308 და N381 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, სვლას განაგრძობენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის, გიორგი მიროტაძის ქუჩის, პეკინის გამზირის გავლით და კვლავ, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის საშუალებით, გმირთა მოედანს დაუკავშირდებიან. გმირთა მოედნიდან N320, N327, N386, N381, N315 და N384 ავტობუსები მგზავრებს დადგენილი მარშრუტით, თამარ მეფის გამზირის გავლით მოემსახურება, ხოლო N306, N308 და N311 არსებული სქემით, ვარაზისხევის საშუალებით იმოძრავებენ.

მიკროავტობუსები: N541, N551, N536 და N431 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით და დაუკავშირდებიან სააკაძის მოედანს, საიდანაც N541 გიორგი მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება კონსტანტინე გამსახურდიას გამზირს და გმირთა მოედნიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით. N551 გიორგი მიროტაძის ქუჩიდან დაუკავშირდება პეკინის გამზირს და იმოძრავებს დადგენილი სქემით; N536 გიორგი მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება გამსახურდიას გამზირს, რის შემდეგაც, გმირთა მოედნიდან გადაადგილდება თამარ მეფის გამზირზე და იმოძრავებს დადგენილი სქემით; N431 სააკაძის მოედნიდან შარტავას ქუჩაზე გადაადგილდება, საიდანაც გამოიყენებს უკვე დადგენილ მარშრუტს.

ცნობისთვის, უკუმიმართულებისას ზემოთ ჩამოთვლილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი წერეთლის გამზირს ანალოგიური გზებით დაუკავშირდება.

 

დამატებით, მიკროავტობუსი N476 ჟიული შარტავას ქუჩიდან სააკაძის მოედნისა და გიორგი მიროტაძის ქუჩის გავლით, პეკინისა და კონსტანტინე გამსახურდიას გამზირებს დაუკავშირდება, ხოლო თამარ მეფის გამზირიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, აღნიშნული მიკროავტობუსი გამოიყენებს ანალოგიურ მარშრუტს; N504 მოძრაობას დაასრულებს მეტროსადგურ „წერეთელთან“, ხოლო N538 სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, დაუკავშირდება გენერალ კვინიტაძის ქუჩას, თამარ მეფის გამზირს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, N538 თამარ მეფის გამზირიდან დაუკავშირდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს და მეტროსადგურ „დიდუბისკენ“ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

 

 

მსგავსი სიახლეები