სუპერქარი, იუთუბერი, ფერარი, უცნაური, ფერარი ეფ8
Aa
Aa

WhistlinDiesel-ი დააკავეს | მთავარი მტკიცებულება Ferrari F8 Tributo-ს განადგურების ვიდეოა

ავტომობილებზე ძალადობით ყველაზე მეტად ცნობილ "იუთუბერს", რომელიც თავის თავს WhistlinDiesel-ი უწოდებს, ახლა საქმე კარგად ნამდვილად არ აქვს. წლების წინ გამოქვეყნებული ვიდეო, ახლა შესაძლოა სასამართლოში მის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.

კოდი დეტვილერი სამართალდამცველებმა უკვე აიყვანეს და მას გადასახადებისგან თავის არიდებას ედავებიან. ბრალდება კი "იუთუბერის" Ferrari F8 Tributo-ს ეხება. სუპერქარს, რომელიც მანდ ოდესღაც მხოლოდ იმისთვის იყიდა, რომ შემდეგ გაენადგურებინა.

WhistlinDiesel-მა F8-ის გამოყენებით არაერთი კონტენტი შექმნა, თუმცა ერთმა ვიდეომ ყველაფერი შეცვალა. ვიდეოში, რომელშიც ნახევარმილიონიანი სუპერქარი ცეცხლის ალში ეხვევა და ნადგურდება ჩანს, რომ ავტომობილის მონტანას სანომრე ნიშნები უკეთია.

რეალურად, ამ ხერხს ბევრი ეგზოტიკური ავტომობილის მფლობელი მიმართავს, რადგან მონტანაში რეალიზაციის გადასახადი არ მოქმედებს. თუმცა თუ ავტომობილის მფლობელი სხვა შტატში ცხოვრობს და თან მანქანასაც იყენებს, ეს უკვე დანაშაულად ითვლება.

შედეგად, WhistlinDiesel-ის სასამართლო სხდომაც უკვე ჩაინიშნა და მას, ისევე როგორც მის კომპანიას, გადასახადებისგან თავის არიდებას ედავებიან. დაკავების ვიდეო კი თავად "იუთუბერმაც" გამოაქვეყნა და თქვა, რომ მას არაფერი ჩაუდენია. უბრალოდ ამ რეალური სანახაობით, იმდენად დიდი მოგება ნახა, რომ ბევრს ეგონა რომ ცრუობდა. დანარჩენს უკვე სასამართლო დაადგენს.

 

მსგავსი სიახლეები