Jeep, Jeep Wrangler, ჯიპი, ჯიპ ვრანგლერი
Aa
Aa

Jeep-მა ვეტერანების დღის აღსანიშნავად ლიმიტირებული Wrangler Commando გამოუშვა

Jeep-მა ამერიკის ვეტერანთა დღის პატივსაცემად, Fox Factory-სთან კოლაბორაციით Jeep Wrangler Commando 392 Special Edition გამოუშვა.

ეს ლიმიტირებული მოდელი ელეგანტურობის, პატრიოტიზმის, ოფროუდის, ძალისა და კუნთების შესანიშნავი ნაზავია, რომელიც, შეიძლება ითქვას, ცხენის ძალებსა და მაღალი დონის ინჟინერიას ასხივებს. 

რა თქმა უნდა, მოდელი პლატფორმა Wrangler-ზეა დაფუძნებული, თუმცა მისი თითოეული დეტალი იმგვარადაა გადაკეთებული, რომ გადალახოს ყველა დაბრკოლება, ტალახი, მთა და უდაბნო, რომელიც წინ გადაეღობება.


კაპოტის ქვეშ 6.4-ლიტრიანი Hemi V8 იმალება — იგივე ძრავი, რომელსაც Wrangler Rubicon 392-ში ვხვდებით, თუმცა ამ შემთხვევაში, ის Tremec-ის ექვსსიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთანაა შეწყვილებული. 

ავტომობილის დაკიდებაზე Fox Factory-მა იზრუნა. დაკიდების 15-დუიმიანი გადაადგილება Commando 392-ს ნებისმიერი გზის მარტივად გავლაში შეუწყობს ხელს. სიმძლავრე Dana 60-ის ზეგამძლე წინა ხიდს გადაეცემა. 

The Jeep Wrangler Commando 392 Special Edition მფლობელებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მაგალითად, შეგიძლიათ Whipple-ის ჩაბერვის კომპრესორი მიიღოთ, რომელიც 705 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს, რაც Hemi V8-ის სტანდარტულ 470 ცხ.ძ-ს მნიშვნელოვნად აღემატება.


თითოეული Jeep Wrangler Commando 392 Special Edition ხელნაკეთი იქნება. ავტომობილი ინტერიერი მკაცრი და მინიმალისტურია, თუმცა მნიშვნელოვნადაა შეცვლი. ელეგანტურ სკამებს წითელი ფერის ნაკერები ამშვენებს, ალუმინისგან დამზადებული მანაწილებელი მოწყობილობა კი საკმაოდ მდიდრულად გამოიყურება. 

უსაფრთხოების ოთხწერტილიანი კარკასი მიგვანიშნებს, რომ საქმე უბრალო Wrangler-თან არ გვაქვს. Commando-ს ლოგო ტყავით შემოსილ საჭეს ამშვენებს, Unconnect 5, Apple CarPlay და Android Auto კი მანქანის მფლობელს ახსენებენ, რომ მეორე მსოფლიო ომი 80 წლის წინ დამთავრდა. 


საიუბილეო მანქანა საკმაოდ იშვიათი იქნება და მისი სულ რაღაც 250 ეგზემპლარი გამოვა. 249 ერთეული აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებზე გაიყიდება, ხოლო უკანასნელ ეგზემპლარს საქველმოქმედო მიზნებით აუქციონზე გაიტანენ.

კომანდოს ფასი 70000 დოლარიდან დაიწყება — ეს იაფი ნამდვილად არ არის, თუმცა გამოშვების უნიკალურობის გათვალისწინებით, საკმაოდ კარგი შემოთავაზებაა.

მსგავსი სიახლეები