ავარია, ელექტრომობილები, თვითმართვადი ავტომობილები, ტესლა
Aa
Aa

Tesla-ს ავტოპილოტის ჩავარდნა | ელექტრომობილი მატარებლის პირისპირ აღმოჩნდა

Tesla-ს სრულად ავტონომიური რეჟიმი, რომლის დანერგვასაც მისი ხელმძღვანელი ასეთი მონდომებით ცდილობს, კვლავ პრობლემებში გაეხვა. საბედნიეროდ, ამ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც არავინ დაშავებულა, თუმცა მომხდარმა კვლავ გააჩინა კითხვები ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის FSD-ის (Full Self-Driving) რეალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.


ტეხასის მკვიდრი ჯოშუა ბრაუნი Tesla-ს სრულად თვითმართვად რეჟიმზე მართავდა, რა დროსაც ელექტრომობილი გაფრთხილების გარეშე რკინიგზის გადასასვლელისკენ დაიძრა. თანაც, ამ დროს ლიანდაგთან დამცავი ბარიერი უკვე დაშვებული იყო, თუმცა Tesla-ს, რომელიც FSD რეჟიმზე იყო, შესაბამისი რეაგირება არც ამ დაბრკოლებაზე ჰქონია; პირიქით, მოულოდნელად სიჩქარეს მოუმატა და წინ გაიჭრა. როგორც ელექტრომობილის მძღოლი იხსენებს, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა — დაწეული შლაგბაუმი მძღოლის მხარეს მინას შეეჯახა, ხოლო ჯოშუას რეაგირებისთვის მხოლოდ წამები დაუტოვა.

იმის ნაცვლად, რომ ავტომობილი დაემუხრუჭებინა, რაც მას, ფაქტობრივად, ლიანდაგებზე მატარებლის პირისპირ დატოვებდა, მძღოლმა მრბოლელის ძველი ოქროს წესი გამოიყენა: „მაშინ, როდესაც ეჭვი გეპარება, ფეხი გაზს დააჭირე“. მან ბოლომდე დააჭირა აქსელერატორს, გაანგრია შლაგბაუმი და ლიანდაგები მანამ გადაკვეთა, სანამ მატარებელი დაეჯახებოდა. ავტომობილმა კი თვითმართვადი სისტემის გათიშვის შესახებ შეტყობინება მხოლოდ ამის შემდგომ მიაწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები? 

საბედნიეროდ, ყველაფერი მძღოლისა და Tesla-ს საკეთილდღეოდ დასრულდა. თუმცა, რომ არა ჯოშუას სწრაფი რეაგირება, შედეგები შესაძლოა კატასტროფულიც კი ყოფილიყო. ელექტრომობილების მწარმოებელს კი კიდევ ერთ სამართლებრივად რთულ ქეისთან მოუწევდა გამკლავება. ეს არ ცვლის მომხდარის სიმძიმეს და, რა თქმა უნდა, ეს შემთხვევაც ავტომწარმოებელმა სიღრმისეულად უნდა შეისწავლოს, რათა შემდგომში მისი მძღოლებისა და გარშემომყოფების სიცოცხლეს საფრთხე აღარ შეექმნას.

ამ შემთხვევის გარეშეც, Tesla-ს FSD ტექნოლოგია ამერიკის შეერთებულ შტატებში მკაცრი შემოწმების ქვეშაა. ამის მიზეზი წარსულში მომხდარი ინციდენტებია, რომლებიც სწორედ თვითმართვადი სისტემის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები