Hyundai-მ 2026 წელს უკვე 1.1 მილიონი ავტომობილი გაიწვია უკან
არც ერთ მძღოლს სურს იმის გაგება, რომ მისი ავტომობილი შემოწმებისთვის უკან სადილეროში უნდა მიაბრუნოს. თუმცა ავტომობილების უკან გაწვევა სტანდარტული პროცესია, რომელიც ხშირად უბრალოდ პროგრამული ხარვეზის გასწორებითაც კი გვარდება. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამ მოთხოვნას უგულებელყოფთ, ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას, როგორც თქვენი, ასევე თქვენივე გარშემომყოფების უსაფრთხოებას.

იმის მიუხედავადაც, დიდი მნიშვნელობისაა თუ არა დეფექტი, რომლის გამოც ავტომობილის უკან გაწვევა ხდება, ეს ფაქტი ავტომწარმოებლის რეპუტაციაზე კარგად არ მოქმედებს. წელს კი, როგორც ჩანს, ჯერ რეკორდებისკენ hyundai მიისწრაფვის, რომელმაც მხოლოდ ამ სა თვეში უკან გაწვევის 8 რაუნდი გამოაცხადა. ხოლო ჯამში, უკან გაწვევებმა 1.1 მილიონზე მეტი ავტომობილი მოიცავა.
ყველაზე მასშტაბური ავტომარმოებლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდელს, Palisade-ს შეეხო. იანვარში Hyundai-მ უსაფრთხოების გამო პრობლემების უკან 568 000 ერთეული Palisade გაიწვია. გაწვევა Palisade-ის 2020-დან 2025 წლამდე გამოშვებულ მოდელებს შეეხო. პოტენციური დეფექტი მესამე რიგის მგზავრებისთვის განკუთვნილ გვერდით ფარდისებრ უსაფრთხოების ბალიშებში აღმოაჩინეს და არსებობდა შანსი, რომ ისინი ავარიის დროს არასწორად გახსნილიყო.

Hyundai-ს ახალი Palisade-ს უკან გაწვევა უკანა ელექტროსავარძლების გამო მოუხდა. ამ შემხვევაში შემთხვევა ძალიან სერიოზული იყო. აღნიშნულ დეფექტს ბავშის სიცოცხლე შეეწირა. პრობლენის გადაჭრის მიგნებამდე, ავტომწარმოებელს ამ მოდელის გაყიდვების შეჩერებაც მოუხდა.
ასევე დაგაინტერესებთ: რა არის „რიქოლი“ და რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა?
ქვემოთ მოცემულია მიმდინარე წელს Hyundai Motor-ის მიერ გამოცხადებული უკან გაწვევების რაუნდები და მათი მასშტაბი:
16 იანვარი, 2026
დეფექტი: ხელსაწყოთა პანელის დისპლეის გაუმართაობა / FMVSS 101
რაოდენობა: 83,877 ერთეული
მოდელები: 2025-2026 Genesis G80, 2026 Genesis GV60, 2026 Genesis GV70, 2025-2026 Genesis GV80
23 იანვარი, 2026
დეფექტი: გვერდითა უსაფრთხოების ბალიშების არასწორი გახსნა / FMVSS 226
რაოდენობა: 568,576 ერთეული
მოდელები: 2020-2025 Hyundai Palisade
27 იანვარი, 2026
დეფექტი: ხელსაწყოთა პანელის დისპლეის გაუმართაობა / FMVSS 101
რაოდენობა: 41,651 ერთეული
მოდელები: 2025-2026 Hyundai Tucson, 2026 Ioniq 5, 2026 Kona, 2026 Palisade, 2026 Santa Cruz, 2026 Santa Fe, 2026 Sonata
6 თებერვალი, 2026
დეფექტი 1: მაღალი ძაბვის ელემენტის აალების საფრთხე
რაოდენობა: 27 ერთეული
მოდელები: 2025-2026 Hyundai Ioniq 5, 2026 Ioniq 9
დეფექტი 2: საჭის მართვის კონტროლის დაკარგვა (საჭის მექანიზმის ბზარი)
რაოდენობა: 4,555 ერთეული
მოდელები: 2026 Hyundai Kona
17 მარტი, 2026
დეფექტი: უკანა სავარძლების ელექტრომექანიზმის საფრთხე (გაჭედვის რისკი)
რაოდენობა: 61,097 ერთეული
მოდელები: 2026 Hyundai Palisade
20 მარტი, 2026
დეფექტი: უსაფრთხოების ღვედის ინდიკატორის გაუმართაობა
რაოდენობა: 46,787 ერთეული
მოდელები: 2026 Hyundai Palisade
6 აპრილი, 2026
დეფექტი: უსაფრთხოების ღვედის სამაგრების მოძრობის საფრთხე
რაოდენობა: 294,128 ერთეული
მოდელები: 2023-2026 Genesis G90, 2023-2025 Hyundai Ioniq 6, 2024-2026 Hyundai Santa Fe