მოზარდი, რომელმაც ერთ ღამეში 121 მანქანის გატეხა სცადა, გაათავისუფლეს
მერილენდის შტატში პოლიციამ 16 წლის მოზარდა დააკავა, რომელმაც სავარაუდოდ ერთ ღამეში 121 მანქანის გატეხა სცადა. ეს მართლაც შთამბეჭდავი რიცხვია და რა გასაკვირია, რომ თინეიჯერ მძღოლს დაკავებისთანავე რიგი ბრალდებების სია წარედგინა.
შემთხვევა კვლავ გამოძიების პროცესშია. თუმცა პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, დანაშაულების სერია 4 მაისს დაიწყო და მათი ქალაქის ქუჩებთან ერთად, მიმდებარე ტერიტორიებიც მოიცვა. დამნაშავის იდენტიფიცირების შემდეგ, სამართალდამცველებმა ბრალდებული მალევე აიყვანეს.
გამომძიებელთა ინფორმაციით, მოზარდის ჩხრეკისას არაერთი საკრედიტო ბარათი და ასევე, დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული ავტომობილის გასაღები ამოიღეს, რომელიც ასევე მოპარული იყო. აღმოჩენილია დამატებით 25 სხვა მანქანის გასაღები და რამდენიმე მოპარული ნივთიც. პოლიცია ამჟამად მოპარული ქონების მფლობელების იდენტიფიცირებასა და მათთვის ნივთების დაბრუნებაზე მუშაობს.
დაკავებისას მოზარდს, ავტომობილების ქურდობისა და რამდენიმე სხვა დანაშაულისთვის, ბრალდებები წარედგინა. გამომძიებლების ინფორმაციით, იდენტიფიცირებული იყო მისი ორი თანამზრახველიც და მათი დაკავება იგეგმებოდა.
თუმცა, როგორც ჩანს, ბრალდებულებები არ დაისჯებიან. პრესკონფერენციაზე პოლიციის უფროსმა, რას ჰემილმა, განაცხადა, რომ მოზარდმა მხოლოდ ხუთი საათი გაატარა პატიმრობაში, რადგან მერილენდის არასრულწლოვანთა საქმეთა დეპარტამენტმა მისი გათავისუფლება ბრძანა.
გამომძიებელთა პროტესტის მიუხედავად, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოზარდს არც ნასამართლობა აქვს და არც რაიმე სახის საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის. ეს კი ადგილობრივებს ძალიან აღაშფოთებს, რადგან პირმა მხოლოდ ერთ დღეში მინიმუმ 121 დანაშაული ჩაიდინა ან/და ჩადენა სცადა.