რას გააკეთებთ 2 000 ცხენის ძალით და წესების გარეშე? | პასუხი Pininfarina-ს აქვს
თუ არსებობს კომპანია, რომელსაც ავტომობილის დიზაინი შეგიძლიათ ანდოთ, ეს სწორედ Pininfarina-ა. იტალიურ კომპანიას მდიდარი ისტორია აქვს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე განსაცვიფრებელი დიზაინის მანქანებს ეხება. საბოლოოდ კი, Pininfarina-მა 2019 წელს საკუთარი მოდელიც წარადგინა.
Rimac Nevera-სთან ერთად, Pininfarina Battista-ს „ბოლო გამოშვება“ შესაძლოა ჩვენი დროის ყველაზე დახვეწილი ჰიპერმანქანა იყოს. თუმცა, Pininfarina-მ ბევრი არ გვალოდინა და კიდევ ერთი მოდელი წარგვიდგინა, სახელწოდებით Novantacinquem-ი, რომელსაც ხაზის ბოლო მოდელადაც მოიხსენიებს. Battista-ს ეს სპეციალური ვერსია კომპანიის 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიქმნა. კომპანიამ ძარასთვის კარბონი გამოიყენა, შემდეგ კი, მოდელი PURA Vision Gold-ის ფერში გადაღება.
უნიკალურ ავტომობილს უკანა ფრთაზე Novantacinque-ის წარწერა მიჰყვება - აქვე, რამდენიმე „95“-სიმბოლოსაც შეამჩნევთ. მოდელი Michelin Pilot Sport Cup 2-ის ბორბლებზე დგას, რომელსაც ასევე შავი დეტალები აქვს დატანილი. უნიკალური შტრიხები გვხვდება ამ მოდელის ინტერიერშიც. სავარძლები შავი ტყავისა და შავი ალკანტარას ნაზავითაა დამზადებული და შავი და ოქროსფერი ნაკერებითაა გაფორმებული.
ყველა სხვა Battista-ს მსგავსად, ამ მოდელსაც 120 კვტ/სთ აკუმულატორის ბლოკი და ოთხი ელექტროძრავა აქვს, რომელიც ერთდროულად 1 900 ცხენის ძალას და 2 300 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. შედეგად, ამ ურჩხულს შესაძლებლობა აქვს 0-დან 100 კმ/სთ-ს სულ რაღაც 1.89 წამში მიაღწიოს.
„ეს არის Pininfarina-ს უკვდავი შედევრი, რომელიც შეიქმნა დიზაინის სრულყოფილების 95 წლის აღსანიშნავად. სწორედ ამიტომ Novantacinque Battista-ს ხაზის საბოლოო გამოხატულებაა“, - განაცხადა Pininfarina-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პაულო დელაჩამ.
ცნობისთვის, Battista-ს წარმოება, რომლის წარმოებაც მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ 150 ერთეულითაა შეზღუდული, წელს დასრულდება.