ჯერემი კლარკსონი, ჯეიმს მეი, რიჩარდ ჰამონდი, მართვის მოწმობა, ტოპ გირი, ენდი უილიამსი
Aa
Aa

Top Gear-ის პროდიუსერს 40 კმ/სთ-ით ავტომობილის მართვისთვის ლიცენზია ჩამოართვეს

Top Gear-ი წლების განმავლობაში ავტოენთუზიასტთა საყვარელ გადაცემად რჩებოდა. შოუ წარმატებაზე კი გავლენას უამრავი ფაქტორი ახდენდა - მისი ლეგენდარული წამყვანებით დაწყებული, იმ ადამიანებით დასრულებული, რომლებიც არ ჩანდნენ, თუმცა კულისებში დაუღალავად შრომობდნენ. მათ შორისაა გადაცემის პროდიუსერი ენდი უილიამსი, რომელსაც ხშირად საკულტო ტრიოს მეოთხე წევრს უწოდებდნენ.

უილიამსმა, 2002 წელს, Top Gear-ის ხელახლა გაშვებაში დიდი როლი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე საკმაოდ იშვიათად ჩანდა, გადაცემის ნამდვილმა გულშემატკივრებმა მის შესახებ ყოველთვის იცოდნენ. უილიამსმა BBC ლეგენდარულ სამეულთან - ჰამონდთან, მეისთან და კლარკსონთან  - ერთად დატოვა და ახლა უკვე Clarkson’s Farm-ის პროდიუსერია.

Telegram-ის თანახმად, უილსონს დეკემბერში ექვსი თვით ავტომობილის მართვა აუკრძალეს. სიჩქარის კამერამ ის მაშინ დააფიქსირა, როდესაც ავტომობილს 30 კმ/სთ-ით დასაშვებ ზონაში დაახლოებით 40 კმ/სთ-ით მართავდა. რეალურად ეს კონკრეტული ინციდენტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში, უილსონის მიერ სიჩქარის გადაჭარბების მეოთხე შემთხვევად ჩაითვალა. შედეგად, უილსონს, ავტომატურად, ავტომობილის მართვის უფლება ჩამოართვეს.

სასამართლომ უილიამს ჯარიმის გასაჩივრების შანსი მისცა, თუმცა მან ჩადენილი დანაშაული ღიად აღიარა . „მე ყველაფერს ისე ვიღებ, როგორც არის, 20 მილი/სთ სიჩქარით გადაადგილება საკმაოდ რთულია, თუმცა ეს ალბათ ბევრჯერ გსმენიათ - დიახ, ყველაფერი ისეა, როგორც თავადაც იცით, არაფერი მაქვს სადავო“, - განუცხადა მან მოსამართლეს.

მსგავსი სიახლეები