81 წლის მძღოლმა ცნობილ ესპანურ კიბეებზე მანქანით გაისეირნა და გაიჭედა | ვიდეო
ეს უცნაური შემთხვევა რომში, ტურისტებისთვის ალბათ ერთ-ერთ საყვარელ და პოპულარულ ადგილას, ესპანურ კიბეებზე მოხდა. 81 წლის მძღოლმა გზის მოკლეზე მოჭრა გადაწყვიტა და თავისი ავტომობილით, ისტორიულ კიბეებზე ჩაისეირნა - თანაც იმ კიბეებზე, რომელიც 1725 წელსაა აგებული და 135 საფეხურისგან შედგება.
რა გასაკვირია, რომ „გამოცდილი“ მძღოლის გასეირნება წარმატებით არ დასრულებულა. მიუხედავად საფეხურების წყნარად ჩავლისა, კიბეების დასრულებისას მძღოლი გაიჭედა და ბოლოს, ევაკუატორის დახმარებაც დასჭირდა. საბოლოოდ, Mercedes-ი ტერიტორიიდან ამწეს საშუალებით გაიტანეს.
ცნობისთვის, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ძეგლი, ესპანური კიბეები, მანქანების გადასაადგილებლად განკუთვნილი არც არასდროს ყოფილა. ეს ალბათ მძღოლმაც იცოდა, ან შუა გზაში მაინც მიხვდებოდა, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ მანქანის მართვისას ის სრულად ფხიზელი გახლდათ.
ალკოტესტი 81 წლის მამაკაცმა წარმატებით ჩააბარა, პოლიციელებს კი განუცხადა, რომ სამსახურში აგვიანდებოდა.