ფორმულა 1, ჰიპერქარი, უკან გაწვევა, მერსედეს-აიემჯი, მერსედეს-აიემჯი უანი
Aa
Aa

Mercedes-ი თავის F1-ძრავიან ჰიპერქარებს უკან გაიწვევს | არსებობს ხანძრის საშიშროება

AMG One-ზე მუშაობა Mercedes-ისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული სამუშაო გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპერქარის კონცეფტის დებიუტი 2017 წლის სექტემბერში შედგა, საწარმოო ვერსია 2022 წლის ივნისამდე არ გამოსულა. მომხმარებლებს კი კიდევ უფრო დიდხანს მოუწიათ ლოდინი, რადგან მიწოდება 2023 წლის იანვრამდე არ დაწყებულა.

„ფორმულა 1“-ის ძრავის მქონე საგზაო ჰიპერქარის შესაბამისობაში მოყვანა ადვილი საქმე არ ყოფილა. სირთულეების უმეტესობა კი, ლუის ჰამილტონის F1-მანქანიდან აღებულ 1.6-ლიტრიან V6 ძრავას უკავშირდებოდა. თუმცა ამ შემთხვევაში საქმე სულ სხვა რამეშია. გერმანიის ფედერალური საავტომობილო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გამოცხადებული მასშტაბური უკან გაწვევა ბენზინის ძრავას ნამდვილად არ ეხება.

სააგენტო Mercedes-AMG-ს მოუწოდებს გამოასწოროს დეფექტი, რომელმაც შესაძლოა 219 მანქანა დააზარალოს და ხანძრის საშიშროება შექმნას. ხანძრის რისკი კი უკანა სპოილერის ჰოდრავლიკურ მილთანაა კავშირში, რომელსაც შესაძლოა პატარა სამაგრი აკლდეს. უკან გაწვეული მანქანები უნდა შემოწმდეს, რათა დადგინდეს არის თუ არა სამაგრი ადგილზე და სწორად არის თუ არა დამონტაჟებული. შეკეთებას დაახლოებით 90 წუთი დასჭირდება.

ცნობისთვის, AMG One-ის წარმოება მხოლოდ 275 ერთეულით შემოიფარგლებოდა, შესაბამისად გაწვევის ეს ეტაპი ლიმიტირებული გამოშვების მოდელის თითქმის 80%-ს შეეხება. ამ მანქანების უმეტესობა გერმანიაშია, სადაც 183 მფლობელს მოუწევს დაუკავშირდეს Mercedes-AMG-ს და სადილეროში ვიზიტიც დანიშნოს. ცნობისთვის, პოტენციური დეფექტის მქონე ავტომობილები 2022 წლის 12 დეკემბრიდან 2025 წლის 9 მაისამდე პერიოდშია წარმოებული.

 

მსგავსი სიახლეები