მაკლარენი, პორშე კაიენი, ლამბორგინი ურუსი ესი, მაკლარენი დაბლიუ1
Aa
Aa

McLaren-ი პირველი SUV-ის გაშვებისთვის ემზადება | რა ვიცით?

წლების განმავლობაში, McLaren-ს პირობა არ დაურღვევია და SUV-ების ბაზარზეც ფეხი არ დაუდგამს. თუმცა 2022 წელს, ახალი აღმასრულებელი დირექტორის მოსვლის შემდეგ, McLaren-მა საბოლოოდ აღიარა, რომ ხაზში მაღალი სიმძლავრის SUV-ის დამატების იდეისთვისაც ღია იყო. წლები გავიდა და როგორც ჩანს, ავტომწარმოებელი თავისი იდეის სისრულეში მოყვანას იწყებს.

საინტერესოა, რომ SUV-ის სეგმენტში უკვე ვიხილეთ ისეთი მაღალი კლასის ბრენდები, როგორებიცაა Bentley, Lamborghini, Rolls-Royce და ყველაზე ცნობილი, Ferrari. ასე რომ, McLaren-ის დებიუტი ცოტა არ იყოს დაგვიანებულიც კია. მიუხედავად იმისა, რომ McLaren-ს ოფიციალურად ჯერ კიდევ არ დაუდასტურებია, გავრცელებული ხმებით, ავტომწარმოებელმა დილერებს ხუთადგილიანი ჰიბრიდული SUV წარუდგინა.

როგორც წყაროები ამტკიცებენ, McLaren-ის ახალი მოდელი Porsche Cayenne Turbo E-Hybrid-ს ჰგავს, თუმცა მისი რეალური დიზაინის შესახებ დეტალები კვლავ მწირია. შეგვიძლია გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ წლების წინ ავტომწარმოებელმა რამდენიმე სახელი, მათ შორის Solus-ი დაარეგისტრირა. ეს უკანასკნელი შემდგომში გამოიყენა კიდეც, თუმცა სხვა სახელებზე, მათ შორის Aeron-სა და Aonic-ზე იმავეს ვერ ვიტყვით.

არსებული ცნობებით, McLaren-ის SUV-ს ჰიბრიდული V8 ძრავა ექნება, სავარაუდოდ ეს შესაძლოა W1-ის ჰიპერქარის მსგავსიც კი იყოს. ტვინტურბო ჩარჯერი, 4-ლიტრიანი MHP-8 -8 ძრავა, ავტომწარმოებლის მიერ შექმნილი მეორე ძრავაა, რომელიც W1-ში 916 ცხენის ძალას და 900 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. დამატებით კი, W1-ის 8-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფის გვერდით დამონტაჟებული ელექტროძრავა 342 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს, რაც ჯამურ სიმძლავრეს 1 258 ცხენის ძალამდე ზრდის. სიმძლავრე სრულად უკანა ბორბლებს გადაეცემა.

თუ ეს ძრავა SUV-ში მოხვდება, მას, სავარაუდოდ, მეტი ელექტრო დიაპაზონი და ნაკლები სიმძლავრე ექნება. Lamborghini Urus SE, რომელიც ასევე ჰიბრიდულ V8-ს იყენებს, 789 ცხენის ძალას და 950 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს მას ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ SUV-ად აქცევს.

Motor1

ფოტოებზე წარმოდგენილი რენდერებიც წყაროთა ინფორმაციებს ეფუძნება. თუმცა ამის მიუხედავადაც, ზუსტი ცნობები ჯერ არც დიზაინზე გვაქვს. რაც შეეხება ფასს, ვარაუდებზე დაყრდნობით შეიძლება იმის თქმა, რომ McLaren-ის პირველი SUV-ის ფასი შეიძლება Urus SE-ის ფარგლებში იყოს, რომლის ღირებულებაც 300 000 აშშ დოლარიდან იწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები