აშშ, ლოს ანჯელესი, კლიმატის ცვლილება, საბურავები, სიცხე
Aa
Aa

ლოს-ანჯელესში ყოველწლიურად საავტომობილო გზებს თეთრად ღებავენ | მიზეზი

წელსაც, ისევე როგორც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ლოს-ანჯელესის გზების ნაწილი თეთრად შეიღებება — რა თქმა უნდა, ამ მეტად „არატრადიციულ“ ქმედებას შესაბამისი მიზეზიც აქვს. 

ღია ფერის გზებს, მაგალითად, სანტორინიზეც შევხვდებით — საბერძნეთის პატარა, მთიან, ზღაპრულად ლამაზ კუნძულზე, თუმცა ლოს-ანჯელესის შემთხვევაში, გზების გადაღებვას პრაქტიკული მიზეზი აქვს. ამ შემთხვევაში, ის მოქალაქეთა ავტომობილების დახმარებას ემსახურება და არა „ანგელოზების ქალაქის“ გალამაზებას. 

მაღალი სიცხე მხოლოდ ტყის ხანძრებს არ იწვევს — ამას საქართველოში ნაკლებად ვართ ჩვეული, თუმცა მზეს კალიფორნიაში გზების დნობა და დაზიანებაც შეუძლია... 

თეთრად შეღებილი ასფალტი მზისგან მომავალი სიმხურვალის 60%-ს იღებს, როცა ტრადიციული, მუქი ფერის ასფალტისთვის ეს რიცხვი 95%-ია. მაშინ, როცა საავტომობილო გზები 55 გრადუს ცელსიუსამდე ცხელდება, ეს ნამდვილად დიდი შეღავათია. 

პირველ რიგში, ასეთი სიმხურვალე, რა თქმა უნდა, ავტომობილის საბურავებს აზიანებს და საავარიო სიტუაციების შექმნის ალბათობას ზრდის. გარდა ამისა, გახურებულ გზაზე გადაადგილება განსაკუთრებით მტანჯველია ცხოველებისთვის, რომელთა თათებსაც ასეთ დროს არაფერი იცავს. 

აღსანიშნავია „სითბოს კუნძულის ეფექტიც“ — გახურებული ასფალტი თავად ღუმელივით მუშაობს და სითბოს დიდი ხნის განმავლობაში ავრცელებს, ეს კი ქალაქში საშუალო ტემპერატურას, საშუალოდ, 5 გრადუსით ზრდის. CoolSeal, რომელსაც კომპანია GuardTop ქმნის („საღებავი“, რომლითაც გზები იფარება), თავდაპირველად სამხედრო ბაზებზე, ავიაციის გადახურებისგან დასაცავად გამოიყენებოდა, თუმცა ამჯერად დიდი ქალაქების გზებს დაფარავს. 

აღნიშნული გეგმის განხორციელება ეტაპობრივად, 2018 წელს დაიწყო და მას შემდეგ, ყოველწლიურად თეთრად უფრო დიდი არეალი იღებება. 

ლოს-ანჯელესი ერთადერთი ადგილი არ არის მსოფლიოში, სადაც გზების პრობლების მოგვარებას ფერის შეცვლით ცდილობენ — ამას ავსტრალიაშიც აკეთებენ, თუმცა იქ პრობლემა სიცხეზე მეტად ველური ბუნების წარმომადგენლების ავტობანებზე გადარბენაა. ამის შესაჩერებლად, გამოიყენება ე.წ „მანათობელი“ საღებავები, რომელიც ცხოველებს უსაფრთხო სივრცეში აკავებს... 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები