ზეთის ამოშრობის შემდეგაც, Civic-ი მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებს | ვიდეო
ავტომობილების გამძლეობის ტესტში, რომელმაც ინჟინერიის შესაძლებლობების ყველა არსებული ზღვარი გადალახა, Honda Civic-მა წარმოუდგენელი შედეგები დააფიქსირა. მანქანამ, ზეთის სრულად ამოშრობის შემდეგაც, მუშაობა ჩვეულებრივ გააგრძელა.
გამძლეობის ტესტი პოპულარულ YouTube-არხს, carwow-ს ეკუთვნის. მისი მთავარი მიზანია გაარკვიოს, თუ რომელი მანქანა, ამ სამიდან, შეძლებს ყველაზე დიდხანს ზეთის გარეშე მუშობას. კონკურენტებს შორის არიან Peugeot 205, Ford Focus და ცნობილი საიმედო Honda Civic. მიზანი? - თითოეული ძრავის მუშაობა იქამდე, სანამ მათ შორის ყველაზე გამძლე მანქანას გამოავლენენ.
თანაბარი პირობების შესაქმნელად, carwow-ს გუნდის წევრებმა სამივე ავტომობილიდან ზეთი სრულად ამოაშრეს. შემდგომ კი, აქსელერატორზე ქვები განალაგეს და მანქანები ერთდროულად დაქოქეს. პირველი მსხვერპლი Peugeot 205 იყო, რომელიც რბოლას მალევე გამოეცალა. არც ისე დიდი ხნის შემდეგ, Peugeot-ს გზას Focus-იც გაჰყვა. თუმცა Civic-ი დანებებას არ აპირებდა.
სრული ორწუთიანი მუშაობის შემდეგაც კი, Honda-ს შენელების ნიშნები არ უჩვენებია. წარმოუდგენელი შედეგი იყო ის, რომ ექსპერიმენტის დაწყებიდან 6 წუთის შემდეგაც კი, Civic-ის ძრავა კვლავ მუშაობდა.
საბოლოოდ Civic-მა მუშაობა შეწყვიტა - თუმცა მანამდე, carwow-ს გუნდმა ძრავის გაცოცხლება Mentos-ისა და Coca-Cola-ს საშუალებით სცადა. აღსანიშნავია, რომ ამ მცდელობის შემდეგ ძრავა მცირეხნით, თუმცა მაინც ამუშავდა. დანარჩენის თავად ნახვა კი, მითითებულ ვიდეოში შეგიძლიათ.