მოპარული Corvette-ის ქალი მძღოლი პოლიციის „თხოვნას“ არ დაემორჩილა და ორჯერ გაიქცა
პოლიციისგან თავის დაღწევას სამართალდამრღვევები ხშირად ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ გაქცევის მიზეზები ხშირად განსხვავებულია, ეს, როგორც წესი, ერთნაირად მთავრდება - დამნაშავე ციხეში ხვდება. ამ შემთხვევაში, მძღოლმა, რომელიც სავარაუდოდ მოპარული Chevrolet Corvette-ით გადაადგილდებოდა, პოლიციამ PIT-მანევრით შეაჩერა. ეს ნაცნობი ტეექნიკაა, თუმცა ამჯერად სიტუაცია მცირედით განსხვავებულად წარიმართა.
ცნობისთვის, PIT-მანევრის დროს, ოფიცრები გაქცეულ მანქანას ეჯახებიან, რათა დევნის შეჩერება შეძლონ. საგზაო წესების დარღვევის შესახებ შეტყობინების შესვლის შემდეგ, საპატრულო ეკიპაჟმა Corvette-ის დევნის ოპერაცია დაიწყო. თავდაპირველად Corvette-ის მძღოლმა მანქანა პოლიციის მოთხოვნის შესაბამისად გადააყენა, თუმცა როდესაც ოფიცრებმა მას ფანჯრების ჩამოწევისკენ მოუწოდეს, მან მანქანა სწრაფად დაძრა და გაიქცა.
შესაბამისად, დევნის ოპერაციაც თავიდან იწყება. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ დევნის დროს კი, პოლიციელის დირექტივა ისმის, რომ არ სურს დააზიანოს მანქანა, რომელსაც მისდევს. დევნის მონაწილეები საათში 190 კმ-ზე მეტ სიჩქარეს ავითარებენ, შემდეგ კი ტემპს ანელებენ და ოფიცერი ამბობს: „არ მინდა ვინმეს მანქანა დავაზიანო“. ამის შემდგომ კი, მძღოლს ის სახელითაც მიმართავს და მანქანის გაჩერებისკენ მოუწოდებს. „სარა, გააჩერე მანქანა, სარა“, - იმეორებს ის არაერთხელ.
მისი თხოვნის მიუხედავად, მძღოლი მოძრაობას აგრძელებს მანამ, პოლიციელების მანქანა მას PIT-მანევრის საშუალებით არ აჩერებს. მანქანა თხრილში ვარდება, შემდეგ კი, მძღოლი ქალი, სამართალდამცველებს ბარდება. ახლა მას ავტომობილის ქურდობას, პოლიციელების დაუმორჩილებლობას, მაღალი სიჩქარით გადაადგილებას და სხვა დანაშაულებებს ედავებიან.