აუქციონი, ბიემვი, ბიემვი 507, ყველაზე ძვირად გაყიდული, ბიემვი ზეტ8
Aa
Aa

გამოიცნობთ, ვის ეკუთვნოდა ყველაზე ძვირად ღირებული 400 ცხ.ძ-იანი BMW Z8?

BMW Z8 ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური მანქანაა, რომელიც გერმანულმა ბრენდმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში შექმნა. ეს მოდელი მსოფლიოს 1997 წლის ტოკიოს ავტოშოუზე, როგორც კლასიკური BMW 507-ის ნამდვილი მემკვიდრე, წარუდგინეს. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი ერთ დროს ლეგენდარულ ელვის პრესლის ეკუთვნოდა და ახლა, 2 მილიონ ევროდაა შეფასებული.

რაც შეეხება BMW Z8-ს, მას დახვეწილი ექსტერიერის გარდა, წარმოუდგენელი შესაძლებლობებიც გამოარჩევდა. მოდელი 4.9-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავის წყალობით 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. შედეგად კი, 0-დან 100-მდე 4.7 წამში ჩქარდებოდა. მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულად შეზღუდული იყო 250 კმ/სთ-ით შემოიფარგლებოდა. ყველაზე პოპულარული კი, ეს მოდელი მაშინ გახდა, როდესაც ის  პირს ბროსნემმა ჯეიმს ბონდის როლისთვის 1999 წლის ფილმში - The World Is Not Enough- გამოიყენა.

BMW მისი გამოშვების თანავე დარწმუნებული იყო, რომ მოდელი მომხმარებელში დიდ ინტერესს აღძრავდა. თუმცა მოთხოვნამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. 1999-დან 2003 წლამდე მათ მხოლოდ 5 703 ერთეული Z8 აწარმოეს და იძულებულნიც გახდნენ, მხოლოდ საუკეთესო მომხმარებლების შეკვეთები მიეღოთ. მოდელის გარეშე დარჩენილ პირებს კი, უბრალოდ, ბოდიში მოუხადეს.

დღესდღეობით, გარბენის მიუხედავად, 200 000 ევროზე ნაკლებ ფასად Z8-ის პოვნა შეუძლებელია. რეალურად, ყველა მოდელი, როგორც წესი, 275 000-დან 275 000 ევრომდე იყიდება. თუმცა, მოდელი, რომელსაც თქვენ ხედავთ 28 ივნისს Aguttes-ის მიერ ჩატარებულ აუქციონზე 322 260 ევროდ გაიყიდა. ეს არის ყველაზე მაღალი ფასი, რაც კი ოდესმე Z8-ის შემთხვევაში გვინახავს.

მიზეზი კი ის არის, რომ ეს მანქანა მონაკოს პრინც ალბერტს ეკუთვნოდა - არა ორი ან სამი წლის განმავლობაში, არამედ 2008 წლამდე. როგორც ჩანს, მას პრინცი რეგულარულად იყენებდა, რადგან მონაკოში მისი მართვის მიუხედავადაც, გაყიდვის პერიოდისთვის მოდელს 27 950 კმ ჰქონდა გავლილი.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები