უსაფრთხოების სისტემა, უსაფრთხოება, ტესლა მოდელ უაი, სუბარუ იმპრეზა, ბიემვი მესამე სერია, ყველაზე უსაფრთხო ავტომობილები, ჰიუნდაი აიონიქ 5, ფორდ მუსტანგ მერჩ-ი
Aa
Aa

რომელი ავტომობილებია 2025 წელს ყველაზე უსაფრთხო? | რეიტინგი

თუ ახალი ავტომობილის შეძენას გეგმავთ, გზებზე უსაფრთხოება ალბათ თქვენთვის მთავარი პრიორიტეტია. თანამედროვე მანქანები უსაფრთხოების უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რომელიც მძღოლებს საფრთხის თავიდან აცილებაში ეხმარება, დიზაინები კი, ავარიასთან გასამკლავებლადაა შექმნილი. შედეგად, მნიშვნელოვანია ისეთი ავტომობილის შერჩევა, რომელიც თქვენს უსაფრთხოებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.

აშშ-ის საგზაო მოძრაობებისა და უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციისა და საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტის მიერ შეგროვებული მონაცემების გამოყენებით, U.S. News-მა 2025 წლისთვის ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების რეიტინგი წარმოადგინა და ისინი, 10-ქულიანი სისტემით შეაფასა. ამ სიაში სწორედ იმ ავტომობილებს წარმოგიდგენთ, რომელთაც მძღოლის დამხმარე უსაფრთხოების ტექნოლოგიებისა და შესაბამისი დიზაინის მხრივ, მაქსიმალური, 10-ქულიანი შეფასება დაიმსახურეს.

2025 BMW 3 Series, ქულა - 10

BMW-ის მესამე სერიას მოყვარულთა დიდი არმია ჰყავს, რომელთაც ამ მოდელში იზიდავთ ყველაფერი - მათ შორის ფუფუნება და მაღალი შესრულება. გზაზე ის თანაბრად მშვიდი და სტაბილურია. მძღოლის დამხმარე ფუნქციებით, როგორიცაა ზოლიდან გადასვლის შესახებ გაფრთხილება და ავტომატური შორი განათების მაშუქები, BMW ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მოდელად ითვლება. ცნობისთვის, BMW-ს უახლესი საინფორმაციო-გასართობი სისტემა 14.9-ინჩიანი სენსორული ეკრანით და ნავიგაციითაა აღჭურვილი.

2025 Kia EV6, ქულა - 10

Kia EV6 მიმზიდველ დიზაინს მრავალფეროვნებასთან აერთიანებს. ძრავების სერია მოიცავს როგორც საწვავის მაღალეფექტიან ვერსიებს, ასევე ისეთ ვარიანტებსაც, რომლებიც სწრაფად ახდენენ გასწრებას და რეაგირებას. საჭე მოსახვევებში წონასწორობას ინარჩუნებს, რაც Kia-ს სპორტულ იერს სძენს. სალონში ორი 12.3-ინჩიანი დისპლეია ინტეგრირებული, ასევე აქვს სტანდარტული უსაფრთხოების, როგორიცაა გზაჯვარედინსა და ზოლის შეცვლისას მძღოლისთვის დამხმარე ფუნქციები. ასევე სურვილის შემთხვევაში, საჭის მართვის დამხმარე სისტემა და ხედვის კამერის სისტემა ემატება.

2025 Subaru Impreza, ქულა - 10

მიუხედავად იმისა, რომ Subaru Impreza ბიუჯეტური სედანია, ის სტანდარტულად სრულამძრავიანი სისტემით და თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებითაა აღჭურვილი. Impreza გლუვი და სტანდარტული მგზავრობის გარანტიაა და ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მოდელადაც რჩება. ისეთი ტიპის მოწინავე უსაფრთხოების ფუნქციებით, როგორიცაა ზოლის შენარჩუნების დამხმარე სისტემა და ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება, ის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი მანქანაა, რომელმაც უსაფრთხოების უმაღლესი ქულა მოიპოვა. თუმცა მის საბაზისო ძრავას და ავტომატურ გადაცემათა კოლოფს შეიძლება გარკვეული გაუმჯობესება დასჭირდეს.

2025 Hyundai Ioniq 5, ქულა - 10

რთულია ისეთი ელექტრომობილის პოვნა, რომელსაც Hyundai Ioniq 5-ზე მეტი სტანდარტული უსაფრთხოების ფუნქცია აქვს - დაწყებული ადაპტური კრუიზ კონტროლიდან, მძღოლის ყურადღების მონიტორინგით დასრულებული. Hyundai- 2025 წლისთვის ეს მოდელი მხოლოდ დიზაინის მხრივ არ განაახლა, მას სტანდარტული წინა პარკირების სენსორები, სმარტფონის უკაბელო ინტეგრაცია და Tesla-ს სტილის დასამუხტი პორტიც დაამატა.  Ioniq 5-ს აქვს ფართო, კომფორტული ინტერიერი, თუმცა კონკურენტებისგან განსხვავებით საბარგულში სივრცე აკლია. Ioniq 5 სწრაფად იმუხტება და  500 კილომეტრზე მეტის დაფარვის შესაძლებლობა აქვს.

2025 Tesla Model Y, ქულა - 10

Tesla Model Y სწრაფი აჩქარებითა და მოქნილი მართვის შესაძლებლობით გამოირჩება. ხუთადგილიანი ავტომობილი გარდა იმისა, რომ მგზავრებისა და ტვირთისთვის საკმარის ადგილს უზრუნველყოფს, ასევე ერთი დამუხტვით 600 კილომეტრზე მეტის დაფარვასაც ახერხებს. თუმცა ზოგი თვლის, რომ მანქანა ტექნოლოგიებზე ზედმეტადაა დამოკიდებული. Tesla-ს სხვა მოდელების მსგავსად, ამ ვერსიასაც უსაფრთხოების რიგი ფუნქციები აქვს - მათ შორის ნახევრად ავტონომიური მართვა, კონტროლი აჩქარებასა და დამუხრუჭებაზე, წინა და უკანა პარკირების სენსორები, ზოლის შენარჩუნების დამხმარე სისტემა და საგზაო ნიშნების ამოცნობა.

2025 Ford Mustang Mach-E, ქულა - 10

Ford Mustang Mach-E ელექტრო SUV-ია, რომელიც Mustang-ის მემკვიდრეობას ეფუძნება, თუმცა ის EV-ების ეპოქაში გადაჰყავს. მოდელი ერთი დამუხტვით 500 კილომეტრზე მეტს გადის. Mach-E-ს აქვს თანამედროვე ინტერიერი, რომელიც 15.5-ინჩიანი ვერტიკალური სენსორული ეკრანით. სტანდარტული უსაფრთხოების მახასიათებლებს შორისაა გზატკეცილზე BlueCruise-ის ნახევრად ავტონომიური მართვის ფუნქცია და ბრმა ზონის მონიტორინგი.

 

მსგავსი სიახლეები