კვლევა, გამძლეობის ტესტი, სტატისტიკა, ტოიოტა, ტოიოტა პრიუსი, იაპონური
Aa
Aa

რომელ ავტომობილებს იჩერებენ მფლობელები ყველაზე ხანგრძლივად? | კვლევა

ახალი ავტომობილის შეძენა ყოველთვის დიდ გეგმებთან ასოცირდება. „ამას სამუდამოდ ვიტოვებ!“ — ვეუბნებით ხოლმე საკუთარ თავს, თუმცა რეალობა სხვაგვარია: მძღოლების უმეტესობა გარკვეული დროის შემდეგ მაინც ახალ მოდელზე გადაჯდომას ირჩევს.

ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა

 

კვლევითი პლატფორმა iSeeCars-ის მონაცემებით, ამერიკელი მძღოლი ერთ ავტომობილს საშუალოდ 8.4 წელს ატარებს და ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. თუმცა არსებობს მფლობელთა განსაკუთრებული კატეგორია, რომელიც ამ სტატისტიკას თავდაყირა აყენებს.

როდესაც საქმე გამძლეობას ეხება, გლობალურად Toyota-ს კონკურენტი არ ჰყავს. ლეგენდარული 4Runner-ი, Tacoma, Camry, Corolla თუ RAV4 ათწლეულებია ოჯახების ერთგული პარტნიორები არიან. მაგრამ რომელი მოდელია ის, რომელსაც მფლობელები ყველაზე დიდხანს არ ყიდიან? პასუხი შესაძლოა ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდეს.

iSeeCars-ის 15-წლიანი დაკვირვების შედეგად შექმნილ ათეულში Toyota აბსოლუტურად ადომინირებს — პირველი ხუთი ადგილი სწორედ ამ ბრენდს ეკუთვნის, საერთო ჯამში კი ტოპ-10-ში მისი 7 მოდელი მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ათეული სრულად იაპონურმა ავტომწარმოებლებმა გაინაწილეს:

  • Toyota Prius;
  • Toyota Highlander;
  • Toyota Tacoma;
  • Toyota Sienna;
  • Toyota Tundra;
  • Honda CR-V;
  • Honda Pilot;
  • Subaru Forester;
  • Toyota 4 Runner;
  • Toyota Sequoia;

როგორც ხედავთ, პირველ ადგილზე Toyota Prius-ია — იმ მძღოლების 13.7%, ვინც Prius-ი სალონში ახალი შეიძინა, მას 15 წელზე მეტხანს არ ყიდის. ეს მაჩვენებელი საშუალო სტატისტიკას ორჯერ აღემატება. გარდა ამისა, ახალი Prius-ის მყიდველთა თითქმის მესამედი მას 10 წელზე მეტხანს იტოვებს.

დღევანდელი გადასახედიდან 15 წლის წინანდელი ავტომობილი ტექნოლოგიურად და დიზაინერულად საკმაოდ მოძველებულია. მაინც რატომ რჩება ძველი Prius-ი ასე შეუპოვრად ავტოფარეხებში? პირველი მიზეზი მისი ფენომენალური ეკონომიურობაა — 15 წლის წინ Prius-ი საშუალოდ 100 კმ-ზე 4.7 ლიტრ საწვავს მოიხმარდა — რაც იმ დროის საოჯახო სედანებისთვის მიუღწეველი შედეგი იყო. ამას ემატება მფლობელთა ფსიქოლოგიაც: Prius-ის მყიდველი, როგორც წესი, რესურსების მაქსიმალური ამოწურვის მომხრეა და ავტომობილს მანამ ატარებს, სანამ ის "ფეხზე დგას".

ცალკე სახსენებელია მისი პრაქტიკულობაც — ჰეჩბექის ტიპის ძარა მას ჩვეულებრივ სედანზე ბევრად ტევადსა და პრაქტიკულს ხდის. და საიმედოობა? ამ კუთხით პრიუსი მეფეა — RepairPal-ის მონაცემებით, Prius-ის წლიური ტექნიკური მომსახურება საშუალოდ $408 ჯდება (საშუალო ზომის სედანების სეგმენტში ეს ციფრი $526-ია). სერიოზული დაზიანებების რისკი კი საგრძნობლად დაბალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი შიგაწვისძრავიანი ავტომობილების გლობალური გაყიდვების წილი 50%-ს ისტორიაში პირველად ჩამოსცდა
ახალი შიგაწვისძრავიანი ავტომობილების გლობალური გაყიდვების წილი 50%-ს ისტორიაში პირველად ჩამოსცდა