ყველაზე ხელმისაწვდომი ავტომობილები 2025 წლისთვის | Top 10
საიდუმლო არ არის, რომ ახალი მანქანის შეძენა შეიძლება საკმაოდ ძვირი დაგიჯდეთ. მათი საშუალო ღირებულება ამჟამად $50 000-ზე მცირედით ნაკლებს შეადგენს. ეს მაჩვენებელი მოიცავს ყველა ტიპის მანქანას, მათ შორის პიკაპებსა და ელექტრომობილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მანქანის ღირებულება 6-ნიშნა თანხასაც აღწევს. თუმცა, ცხადია, ყველას არ აქვს ამხელა ბიუჯეტი.
საბედნიეროდ, მათთვის, ვინც ხელმისაწვდომ და რაციონალურ არჩევანს ეძებს, ალტერნატივები კვლავ არსებობს. რაც მთავარია, ეს ისეთი მოდელებია, რომლებიც თან ახალებია და თან ამტკიცებენ, რომ იაფი ავტომობილების ყიდვა აუცილებლად დათმობებზე წასვლას არ ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ქვემოთ მოცემული ფასები ამერიკული ბაზრისაა და მოიცავს სადილეროებიდან გამოყვანის ღირებულებსაც.
2025 Chevrolet Malibu: $26,995
ეს მოდელი 1.5-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი და 163 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სიმძლავრე კი, უსაფეხურო გადაცემათა კოლოფის საშუალებით წინა ბორბლებზე ანაწილებს. Chevy საშუალოდ 100 კილომეტრზე 8 ლიტრამდე საწვავს მოიხმარს. Malibu საშუალო ზომის სედანების კატეგორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელია და ისეთი ავტომობილების კონკურენტებად განიხილება, როგორებიცაა Toyota Camry, Honda Accord-ი და Hyundai Sonata.
2026 Honda Civic: $25,745
2-ლიტრიანი 4-ცილინდიანი ძრავის საშუალებით ეს მოდელი 150 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი ჰიბრიდი ვერსია კი, ორი ელექტროძრავის საშუალებით 200 ცხენის ძალასაც აღწევს. ძრავის სიმძლავრე CVT-ის საშუალებით წინა ბორბლებზე ნაწილდება. რაც შეეხება საწვავის მოხმარებას, Honda გზატკეცილზე, 100 კილომეტრზე 5 ლიტრამდე წვავს. აღნიშნული მოდელი სმარტფონებს კაბელის საშუალებით უკავშირდება და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი სტანდარტული ტექნოლოგიებითაც აღჭურვილია.
2025 Subaru Impreza: $25,530
Impreza 2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი და 152 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. უფრო მოცულობითი, 2.5-ლიტრიანი ბოქსერის შემთხვევაში კი, გამომუშავება 182 ცხენის ძალას აღწევს. ეს მოდელიც დაახლოებით 7 ლიტრს საწვავს წვავს, 100 კილომეტრზე. თუ ყველაზე იაფი ახალი ჰეჩბეკი გსურთ, 2025 წლის Subaru Impreza საუკეთესო არჩევანია. ამ ფასად ს თქვენ მიიღებთ LED ფარებს, Subaru-ს ცნობილ EyeSight უსაფრთხოების სისტემას, სრულამძრავიან სისტემას და ა.შ.
2025 Mazda3: $25,335
Mazda 2.5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავის საშუალებით 191 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ოფიციალური ცნობებით, ეს მოდელი ქალაქში 8.7 ლიტრს, ხოლო გზატკეცილზე, 100 კმ-ზე 6.3 ლიტრ ბენზინს მოიხმარს. შედარებით სპორტული ჰეტჩბეკის ფასი $1 000-ით იზრდება. თუმცა სტანდარტულ ვერსიაში ყველაზე მძლავრ საბაზისო ძრავას მიიღებთ, ასევე ალუმინის დისკებს, შორი განათების მაშუქებს, წვიმის სენსორულ საწმენდებს, ციფრულ ხელსაწყოთა პანელს და 8.8-ინჩიან ცენტრალურ დისპლეის, სმარტფონთან დაკავშირების შესაძლებლობით.
2025 Volkswagen Jetta: $23,720
Jetta ტურბოდაბერვის 1.5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავით 158 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 6-ციჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი მხოლოდ Jetta GLI-ის ვერსიაშია წარმოდგენილი, სხვა შემთხვევაში ავტომობილი 8-სიჩქარიან ავტომატურ ტრანსმისიას იყენებს. რაც შეეხება საწვავის ეკონომიას, ეს მოდელი ქალაქში 8 ლიტრს, ხოლო გზატკეცილზე 6 ლიტრამდე წვავს. ამ ყველაფერს VW-ის ციფრული კაბინა, ტყავის საჭე, 8-ინჩიანი სენსორული ეკრანი, სრულად LED მაშუქები და სხვა დეტალები ემატება.
2025 Toyota Corolla: $23,545
2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავით Corolla 169 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს მოდელი CVT ტრანსმისიითაა აღჭურვილი და სიმძლავრეს წინა ბორბლებზე ანაწილებს. 0-დან 100-მდე აჩქარებას კი, 9 წამს ანდომებს. ჰეჩბეკი ქალაქში 7.5 ლიტრას, გზატკეცილზე კი, 5.6 ლიტრა ბენზინს მოიხმარს. Corolla ამ სიაში ყველაზე ძველი მოდელია, თუმცა ყველა საჭირო ფუნქციას გთავაზობთ. ეს მოიცავს Toyota Safety Sense 3.0 სისტემას, ავტომატურ კლიმატკონტროლს და უსადენო სმარტფონთან დაკავშირება. ამ მოდელის ჰიბრიდული ვერსიაც ხელმისაწვდომია, თუმცა უფრო ძვირ ფასად.
2025 Hyundai Elantra: $23,370
Hyundai Elantra 2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი და 147 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. შედარებით სპორტული, N-ვერსიის შემთხვევაში კი, გამომუშავება 201 ცხენის ძალას აღწევს. სტანდარტული ვერსია ქალაქში 7.4 ლიტრს, ხოლო გზატკეცილზე 5.7 ლიტრ ბენზინს მოიხმარს (100 კილომეტრზე). Corolla-ს მსგავსად, Elantra-ც საკმაოდ გრძელია. თუმცა მის მაღალ ღირებულებას სტანდარტული აღჭურვილობაც განაპირობებს, როგორიცაა ალუმინის დისკები, უსადენო Apple CarPlay და Android Auto 8-ინჩიან დისპლეიზე, LED მაშუქები და აქტიური უსაფრთხოების მრავალი ფუნქცია.
2025 Kia K4: $23,165
ამ მოდელისთვის 2025 წელს სრული რედიზაინი მივიღეთ. 2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი მოდელი 147 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და სრულადამძრავია. 100 კმ-ზე ავტომობილი ქალაქში 7.8 ლიტრ საწვავს, ხოლო გზატკეცილზე 6 ლიტრამდე მოიხმარს. რას გთავაზობთ Kia? - მაღალი კლასის სალონი, სტანდარტული 12.3-ინჩიანი ცენტრალური სენსორული ეკრანი უსადენო Apple CarPlay-ით და Android Auto-თი, LED განათება შიგნიდან და გარედან, გასაღების გარეშე დაქოქვა, USB-C პორტების სიმრავლე თქვენი მოწყობილობების დასატენად და უსაფრთხოების მრავალი ფუნქცია.
2025 Nissan Sentra: $22,730
ბოლოსკენ დარჩენილი ორივე მოდელი Nissan-ის ბრენდს ეკუთვნის. პირველი მათგანი Sentra-ა, რომელიც 2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი და 149 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს მოდელი 100 კმ-ზე ქალაქში 7.8 ლიტრ საწვავს, ხოლო გზატკეცილზე 6 ლიტრამდე მოიხმარს. Sentra-ს ახალი თაობები მალე გამოვა, ეს უკანასკნელი კი, სხვა ფუნქციებთან ერთად, Safety Shield 360 სისტემით და სმარტფონის ინტეგრაციითაა აღჭურვილი.
2025 Nissan Versa: $20,130
რამდენიმე წლის განმავლობაში, Nissan Versa ამერიკაში ყველაზე ხელმისაწვდომი ახალი ავტომობილი იყო. ბოლო განახლების მიუხედავად, ის მალე შეუერთდება Mitsubishi Mirage-სა და Kia Rio-ს ხელმისაწვდომი ავტომობილების სამოთხეში, რადგან ბრენდი ძირითადად ჯიპებზე ორიენტირებულ ხაზზე გადადის. შესაბამისად, ეს თქვენი ბოლო შანსია დაბალ ფასში ახალი Versa შეიძინოთ. ეს მოდელი 1.6-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი და 122 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ქალაქში 100 კმ-ზე 7.4 ლიტრს, ხოლო გზატკეცილზე 6 ლიტრამდე მოიხმარს.