აუქციონი, ჯერემი კლარკსონი, ჯეიმს მეი, რიჩარდ ჰამონდი, ალფა რომეო, ტოპ გირი
Aa
Aa

კლარკსონმა ეს უხარისხო Alfa Romeo ცენტებად იყიდა | ახლა კი, სოლიდური თანხა ღირს

მომდევნო თვეში, Top Gear-ის გულშემატკივრებს საკმაოდ იშვიათი შანსი მიეცემათ - შოუს ისტორიის ნაწილი საკუთარ სახლებში წაიღონ. ეს ავტომობილი, რომელიც ახლა აუქციონზე იყიდება, არა მხოლოდ ეკრანზე გამოჩნდა, არამედ შოუს ერთ-ერთ ყველაზე დამამახსოვრებელ გამოწვევაშიც მონაწილეობა მიიღო. საუბარია 1989 წლის Alfa Romeo 75-ზე, რომელსაც ჯერემი კლარკსონი 2008 წლის ეპიზოდში მართავდა.

მოსალოდნელია, რომ აუქციონზე მისი ფასი $16 000-$20 000-მდე გაიზრდება. რაც საკმაოდ მაღალი ღირებულებაა იმასთან შედარებით, რაც კლარკსონმა ავტომობილში თავდაპირველად გადაიხადა.

მე-11 სეზონის მესამე ეპიზოდში, ჯერემი კლარკსონს, თანაწამყვანებთან რიჩარდ ჰემონდთან და ჯეიმს მეისთან ერთად, მარტივი გამოწვევა შესთავაზეს: შეეძინათ, Alfa Romeo $13 000-ზე დაბალ ფასად. ეს დავალება კლარკსონმა წარმატებით შეასრულა და Alfa 75, სულ რაღაც, 600 აშშ დოლარად შეიძინა. ამის შემდეგ კი, ავტომობილი თვალშისაცემ მწვანე ფერში გადაღება და Rockingham Motor Speedway-ზე გატესტა.

ავტომობილის დაბალ ფასს მისი დაზიანებები და სადაზღვევოს შეფასება განაპირობებდა. ის ბოლო 11 წლის განმავლობაში ამჟამინდელი მფლობელის საკუთრებაში რჩებოდა და ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც შოუში მონაწილეობის დროს. მნიშვნელოვანია, რომ მფლობელი მას სათანადოდაც უვლიდა და დროთა განმავლობაში სერვისცენტრში მომსახურებას და განახლებებსაც უტარებდა.

Alfa-ს 82 000 კილომეტრამდე აქვს გავლილი. ამ მოდელის მთავარი მიმზიდველობა კი, ტყავის სალონია, რაც ხშირად არ გვხვდება ამ მანქანებში, განსაკუთრებით იმ მანქანებში, რომლებიც ბიუჯეტურ ავტომობილებად ითვლებოდა.

მსგავსი სიახლეები