თბილისი, გადაადგილებაზე შეზღუდვები
Aa
Aa

არაგვის ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება | რა უნდა გავითვალისწინოთ?

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, არაგვის ხიდზე, დილის 07:00 საათამდე, ტრანსპორტის მოძრაობა 1 ზოლზე შეიზღუდება. 

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე (მარცხენა მხარე, თბილისის მიმართულება) დაზიანდა სავალი ნაწილის ფილა. უსაფრთხოების მიზნით, ხორციელდება ფილის დემონტაჟი, არმირების გაძლიერება და ახალი ფილის მოწყობა. 

სარემონტო სამუშაოების გამო, მოძრაობა ხიდზე ხორციელდება მხოლოდ ერთი ზოლის ფარგლებში და ეს რეჟიმი შენარჩუნდება ხვალ დილის 07:00 საათამდე. ცნობისთვის, არსებული ხიდის გვერდით უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი. 

არაგვის ხიდი 1973 წელს არის აშენებული და სავალ ნაწილზე არსებული დაზიანებები ხშირად საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს, რაც პერიოდულად ზღუდავს მოძრაობას და დისკომფორტს უქმნის მგზავრებს. 

მსგავსი სიახლეები