დრიფტი, ფორსაჟი, ფილმი
Aa
Aa

„ფორსაჟის“ ჰან ლუ დრიფტზე ახალ ფილმს იღებს | ცნობილი სახეებით

სუნ-ჰო კანმა, რომელიც „ფორსაჟში“ „ჰან ლუს“ როლიდან დაგამახსოვრდებოდათ, ახალი დრიფტ-ფილმი დააანონსა. ფილმის, სახელწოდებით, „დრიფტერის“ გადაღებები მომდევნო თვეში, ნიუ-ჯერსიში, Legends Of Drift-ის ღონისძიებაზე შედგება.

ჭორები იმის შესახებ, რომ კანი დრიფტ-ქარზე მუშაობდა, ბოლო წლებში აქტიურად ვრცელდებოდა. თუმცა ადრეული ინფორმაციით, ფილმი, რომელიც Initial D-ის მსგავსი იქნებოდა, 2023 წლისთვის უნდა გამოსულიყო. თუმცა Instagram-ის პოსტში ცნობები შედარებით განსხვავებულია და რაც მთავარია, ის გვაწვდის მცირე სიას იმ ცნობილი პირების, რომლებიც შესაძლოა კანის მომავალ ფილმში ვიხილოთ.

View this post on Instagram

A post shared by Sung Kang (@sungkangsta)

Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კანს ბრაიან სკოტო (The Hoonigans-ის დამფუძნებელი წევრი) და ადამ ლ.ზ. (ცნობილი ამერიკელი დრიფტერი და YouTuber) შეუერთდნენ და განაცხადეს, რომ ისინი აპირებენ „რეალური“ დრიფტ ფილმი, რატლეჯ ვუდთან (Top Gear USA-ს ყოფილი წამყვანი) და ჯეიმს პამფრისთან (Donut Media OG) ერთად გადაიღონ.

„ეს უბრალოდ ღონისძიებაზე მეტია - ეს დრიფტის კულტურის, ავტომობილების საზოგადოებისა და კინემატოგრაფიული ისტორიების ცოცხალი ზეიმია. 2025 წლის 23-24 აგვისტოს, ნიუ ჯერსიში, Raceway Park-ზე, ორდღიანი გამოცდილება ნამდვილ დრიფტის შეჯიბრსა და ავტომობილების შოუს DRIFTER-ის გადაღებასთან გააერთიანებს. პროექტთან, რომლის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი Fast & Furious-ის ლეგენდა სუნ კანია“.

„ჩვენთან ერთად არიან დრიფტისა და საავტომობილო კულტურის რამდენიმე უდიდესი წარმომადგენელი: ადამ LZ, ბრაიან სკოტტო, ჯეიმს პამფრი, რატლეჯ ვუდი, დაი იოშიჰარა, ჩელსი დენოფა, ლუკ ფინკი, დეივ ეგანი, ჯაროდ დეანდა, გრანტ ანდერსონი, კრის რუდნიკი, ნეიტ ჰამილტონი და მრავალი სხვა სტუმარი“, - წერია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები