Ferrari-ის V8 ძრავა მოტოციკლში? | HF355-ს 400 ცხენის ძალა აქვს!
სპორტული მოტოციკლების უმრავლესობა აღჭურვილია მაღალბრუნვიანი ძრავებით, რომლებიც იდეალურად აბალანსებენ ერთმანეთთან სიმძლავრესა და გლუვ შესრულებას. იქნება ეს ორი-, სამ- ან ოთხცილინდრიანი ერთრიგა ძრავები, ეს მოტოციკლები, როგორც წესი, 210 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც სიმძლავრეს არ ზრდიან, მაგალითად Kawasaki H2-ისთვის, რომელსაც 2022 წლის ბლოკბასტერში, Top Gun: Maverick-ი, ტომ კრუზი მართავდა.
View this post on Instagram
თუმცა, ეს მოდელი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში შეკვეთით დამზადდა, ბევრად უფრო ამბიციურია. ამ მოტოციკლს, ძრავა არც მეტი არც ნაკლები Ferrari F355-დან აქვს მიღებული. ლოს-ანჯელესში დაფუძნებულმა კომპანიამ პროექტზე მუშაობას საკმაოდ დიდი დრო დაუთმო. შედეგს HF355 უწოდა და საჯარო გზებზე გასატესტადაც მალევე გამოიყვანა.
View this post on Instagram
თავისთავად ცხადია, რომ უბრალოდ V8 ძრავის აღება და სპორტულ მოტოციკლთან მორგება ნაკლებად შესაძლებელია. ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიამ Ferrari-ის 3.5-ლიტრიანი ძრავა ბაზისად გამოიყენა და მისი საშუალებით ყველაფერი ნულიდან შექმნა. იტალიური ატმოსფერული ძრავა 6-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფთან არის შეწყვილებული და სპეციალურად დამზადებულ, SC Project-ის გამონაბოლქვ სისტემას იყენებს. შედეგად, HF355 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
განსაკუთრებით საყურადღებო კი, მოტოციკლის წონაა, რომელიც მხოლოდ 267 კილოგრამს აღწევს და სულ რაღაც 60 კილოგრამით მძიმეა ვიდრე სტანდარტული 1,000 cc სპორტული მოტოციკლი. ეს კი, ძრავისა და მისი კომპლექსურობის გათვალისწინებით, მართლაც შთამბეჭდავია.
View this post on Instagram
კარბონისგან დამზადებული კორპუსის ძირითადი ნაწილიც სტანდარტულ მოტოციკლს ჰგავს და ნაცნობ პროპორციებსაც ინარჩუნებს. ყველაზე აშკარა განსხვავება კი, ორი მასიური ცილინდრიანი ბლოკია, გამარტივებული, ოთხცილინდრიანი ძრავის ნაცვლად.